YES ბანკმა WhatsApp–ში AI ბოტით მომსახურება დანერგა

ინდურმა YES ბანკმა 60-მდე სახეობის ფინანსური სერვისის მიწოდება AI ბოტის საშუალებით WhatsApp-შიც დაიწყო. Microsoft Azure-ის კოგნიტიური გამოთვლების საშუალებით, YES-ის საბანკო ციფრულმა ასისტენტმა 10 ათასამდე საბანკო მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ისწავლა. ბოტი ბუნებრივი ენის დამუშავების მექანიზმს, Microsoft Luis (Language Understanding Intelligent Service)-ს იყენებს, რომელიც სასაუბრო ხელოვნურ ინტელექტს მასშტაბურ ფინანსურ ცოდნასთან აერთიანებს, რაც საბანკო ამოცანების შესრულების გამარტივებას ემსახურება.

ამიერიდან ბანკის მომხმარებლებს WhatsApp-ის საშუალებით შეეძლებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების, არასანქცირებული ტრანზაქციების, ბონუს ქულების განაღდების შესახებ. ჩატ ბოტს ასევე შეუძლია მომხმარებელი დააკავშიროს მომსახურების ცენტრთან და 60-ზე მეტ ფინანსურ პროდუქტთან მარტივი წვდომა უზრუნველყოს. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია COVID-19-ით გამოწვეული დახმარების პაკეტის შესახებ.

“სიხარულით ვაცნობებთ მომხმარებლებს, რომ ამიერიდან მათ 24-საათიანი საბანკო მხარდაჭერის მიღება ცნობილი და ხშირად გამოყენებადი WhatsApp-ის პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ. მომხმარებლებისგან მიღებული საბანკო მოთხოვნები რეალურ დროში დამუშავდება. ასეთი სახით საბანკო საქმიანობა მეტად ეფექტიანი გახდება”, — აცხადებს YES Bank-ის მთავარი ციფრული სერვისების დირექტორი, რიტეშ პაი.

ასევე იგეგმება YES ბოტის ინტეგრირება Alexa-სთან, გუგლ ასისტენტთან და Siri-სთან. აღსანიშნავია, რომ YES Bank-ის ადგილობრივმა კონკურენტმა, Icici-მ განაცხადა, რომ მათი WhatsApp პლატფორმით, რომელიც სულ რაღაც 3 თვის წინ გამოჩნდა, უკვე მილიონამდე მომხმარებელი დაინტერესდა.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Opera საბანკო – ფინტექ მომსახურებებს იწყებს

ინტერნეტ კომპანია Opera, Dify-ის ჩაშვებით, ფინანსურ მომსახურებებზე გადადის. ბრაუზერში თანხის დაბრუნების სერვისითა და ციფრული საფულით სარგებლობა შეგეძლებათ. Dify-ის…
გაიგე მეტი

როგორი იქნება DevFest Georgia 2022?

სულ მალე ქუთაისი დეველოპერების ერთ-ერთ მასშტაბურ ფესტივალს, DevFest Georgia 2022-ს უმასპინძლებს. 29 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური…
გაიგე მეტი

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

სტარტაპმა „კნიკი“ საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრებინა. კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.