WhatsApp-ს ონლაინ გადახდების მხარდაჭერა დაემატა

რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ ფეისბუქმა WhatsApp-ში გადახდების სერვისი დაამატა. პირველი ქვეყანა, რომელმაც აპლიკაციაში გადახდების მხარდაჭერა მიიღო, ბრაზილიაა. WhatsApp ონლაინ გადახდების განსახორციელებლად მშობელი კომპანიის გადახდების პლატფორმას, Facebook Pay-ს იყენებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ონლაინ გადახდების სერვისი მომხმარებლებისთვის სრულიად უფასო იქნება და ტრანზაქციისას მათ არანაირი საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ, თუმცა იურიდიულ პირს ტრანზაქციის დამუშავებისთვის თანხის 3,99% ჩამოეჭრება. ტრანზაქციის დადასტურება როგორც 6-ნიშნა PIN კოდით, ისე თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი.

WhatsApp-ის ონლაინ გადახდების ფუნქციის სხვა ქვეყნებში გააქტიურების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჩანს, WhatsApp-ის ახალი ფუნქციის გლობალურ გამოყენებას ხელს ის გარემოება უშლის, რომ არ არსებობს გადახდის უნივერსალური მექანიზმი. მაგალითად, ამ ფუნქციის ტესტირებისას ინდოეთში კომპანიამ Facebook Pay-ს ნაცვლად ადგილობრივი UPI (Unified Payments Interface) გამოიყენა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აპლიკაციამ სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული ფუნქციის გასააქტიურებლად გადახდების ადგილობრივი სისტემები გამოიყენოს.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჩინურ ფინტექ კომპანიას უკვე 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს

ჭორები იმის შესახებ, რომ Alibaba-ს ფინტექ დანაყოფის, სახელად Ant Group, აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, უკვე წლებია, დადის. ცოტა…
გაიგე მეტი

კერნელი – სიახლე საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებაში

როგორ გამოითვლება წმინდა მოგება? რა არის ქონების გადასახადი? ინვოისი როგორ გავაკეთო? – ეს კითხვები ალბათ თქვენთვის უცხო არ…
გაიგე მეტი

როგორ გაამარტივა ფინტექმა საერთაშორისო გზავნილები

გლობალური ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ფულადი ნაკადების მოძრაობაა, რომელიც უზრუნველჰყოფს ფულზე ხელმისაწვდომობის მოქნილობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.