TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია

Vitruvian Partners, Lone Pine და Lead Edge – ეს კომპანიები TransferWise-ის ახალი აქციონერები არიან.

TransferWise-ს 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად კომპანია ჯამში 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტრანზაქციებს ამუშავებს.

ახალი გარიგების შედეგად კომპანია ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია ევროპაში.

TransferWise-ი ფულადი გზავნილების კომპანიაა, რომელიც სახიფათო კონკურენციას უწევს თვით Western Union-ს. ახალი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ კომპანია ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპი გახდა – ის 3,5 მილიარდ დოლარად შეფასდა.

TransferWise-ი მომხმარებელს ფულის გადარიცხივისა და კონტროლის უფრო დაბალ საკომისიოს და მოქნილ, მარტივ ონლაინ პლატფორმას სთავაზობს. კომპანია იყენებს ახლებურ მიდგომას ბიზნესის იმ სფეროში, სადაც სტაბილურად დომინირებდნენ ისეთი გიგანტები, როგორიც Western Union-ი და MoneyGram-ია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო ვალუტის გადარიცხვის სერვისებისა და ბანკების მიერ შემუშავებული სისტემების (საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების) მეტი გამჭვირვალობა.

„8 წლის წინ ჩვენ გვქონდა ოცნება და, გარკვეულწილად, ამ ოცნებას მთელი მსოფლიო უპირისპირდებოდა, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ტაავეტ ჰინრიკუსი. – ჩვენ შევძელით, ერთი მხრივ, ნაბიჯ-ნაბიჯ ბიზნესის აშენება და, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა“.

TransferWise-ი ინვესტიციიდან შემოსულ თანხას საკუთარ ბალანსზე არ ათავსებს, ის შესაძლებლობას აძლევს თავის თანამშრომლებს და ძველ ინვესტორებს, გაყიდონ საკუთარი აქციების ნაწილი 292 მლნ დოლარის ოდენობის გარიგებაში.

ევროპულმა კერძო კაპიტალდაბანდების ჯგუფმა Vitruvian Patrners-მა და ამერიკულმა საინვესტიციო ფირმებმა – Lone Pine Capital-მა და Lead Edge Capital-მა არსებული ინვესტორებისგან შეიძინეს წილი, ხოლო ძველმა ინვესტორებმა – Andreessen Horowitz-მა და Baillie Gifford-მა საკუთარი წილი გაზარდეს. რაუნდში, აგრეთვე, შევიდა ინვესტიცია BlackRock-ისგან.

„ბოლო ორი წელია მომგებიანი კომპანია ვართ, – ამბობს ჰინრიკუსი, – ჩვენ გვაქვს დიდი ოდენობის თანხა ბალანსზე და კომპანიას ამჟამად არ სჭირდება ნაღდი ფული“.

2018 წლის მარტში ფისკალური წელი კომპანიამ 7,9 მილიონი დოლარის წმინდა მოგებით დაასრულა, ხოლო მისი წლიური შემოსავალი თითქმის გაორმაგდა და 117 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანია ყოველთვიურად აფორმებს კონტრაქტს 10 000 ახალ ბიზნესკლიენტთან. დღეისათვის TransferWise-ს 5 მილიონი კლიენტი ჰყავს, ყოველთვიურად კომპანია 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ტრანზაქციებს ამუშავებს.

ბოლო ფანდრაიზინგის შედეგად TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპი გახდა. კომპანიამ გაუსწრო ციფრული სესხების ბრიტანულ კომპანია OakNorth-ს, რომელიც 2.8 მილიარდ დოლარად ფასდება.

ჰინრიკუსის თქმით, კომპანიის მიზანი არ IPO-ზე გასვლა:

„გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, საჯარო კომპანია გავხდებით, თუმცა ეს უახლოეს წლებში მიზნების მიღწევაში ვერ დაგვეხმარება“.

ამჟამად კომპანია კონცენტრირებულია გაფართოებაზე. TransferWise-ში 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის უახლოეს მომავალში 750 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

წყარო:

https://cnb.cx/31um0rG

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექ სტარტაპებმა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები მოიზიდეს

ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის…
გაიგე მეტი

Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი…
გაიგე მეტი

კიდევ ერთი ფინტექი, რომელიც $50 მილიონად გაიყიდა

ფინტექ კომპანია Brex-მა უნივერსალური, კომერციული პლატფორმებისთვის განკუთვნილი API-ს შემქნელთან, Weav-თან პარტნიორობა გასულ ზაფხულს დაიწყო. მარტში Brex-მა, Weav-ის API-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.