Theneo – API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი ბაზარი ყოველწლიურად მზარდია და იმ კომპანიების რაოდენობაც მატულობს, ვისაც მსგავსი სერვისები სჭირდება. გამომდინარე აქედან, ჩნდება გამოწვევები, რომელსაც ახალი მომსახურების შექმნა სჭირდება. ამ მიზანს ემსახურება Theneo-ც, რომლის მისიაც დეველოპერებისა და მცირე/საშუალო ბიზნესებისთვის ტექ.გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციის გენერირებაა, რომელსაც სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნიან. მისი თანადამფუძნებელი ანა რობაქიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, სადაც თავად აწყდებოდა მსგავს პრობლემებს. თავდაპირველად Theneo-ს პირველი ვერსია საკუთარი მოხმარებისთვის შექმნა და მის ბიზნესად გადაკეთებას ნაკლებად მოელოდა.

„ყოველდღიურად მიწევს 200-ზე მეტ API-ს დოკუმენტაციასთან მუშაობა და მისი დაინტეგრირება. ძალიან ცნობილ ბრენდებთან ვმუშაობდით, თუმცა უამრავ უსარგებლო და უხარისხო დოკუმენტს ვხვდებოდით და ეს პრობლემა ძალიან გვაწუხებდა. გარდა ამისა, ხშირად დეველოპერი ერთ კომპანიაში დიდ ხანს არ მუშაობს, ხდება კადრების ცვლილება და საქმის გადაბარება, რაც სიტუაციას უფრო მეტად ართულებდა და ფუნქციონალის ინტეგრირებას ხელს უშლიდა. ამიტომ საკუთარი გამოყენებისთვის შევქმენი Theneo, მალე ჩემი მეგობრები დამიკავშირდნენ, რომლებმაც მისი გამოყენება მთხოვეს და მივხვდი, რომ მსგავსი პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებდა“ – გვიყვება ანა.

API კომპანიის შერჩევისას მომხმარებელი პირველად მის დოკუმენტაციას ეცნობა, იმ შემთხვევაში თუ კლიენტი უკმაყოფილო დარჩა, დიდი ალბათობით ორგანიზაცია შეკვეთას საერთოდ დაკარგავს. სწორედ ამის თავიდან არიდებაში ეხმარება Theneo მცირე და საშუალო ბიზნესს. მისი მეორე დამფუძნებელი მარიამ დოლიაშვილი ასევე ამერიკაში მუშაობს და AI ტექნოლოგიის სპეციალისტია. ისეთ ბრენდებთან მუშაობამ, როგორიც Google და Facebook-ია, გუნდს საშუალება მისცა API დოკუმენტაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაეხვეწათ და უფრო სრულყოფილი გაეხადათ. ვებ-აპლიკაცია მხოლოდ აგვისტოში გაეშვა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მის Beta ვერსიას უკვე 600-მდე საერთაშორისო კომპანია იყენებს. Theneo ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, თუმცა მათი ურთიერთობა ინვესტორებთან ამით არ ამოწურულა. როგორც ანა გვიყვება, ჟიურის ხუთივე წევრი დაინტერესდა პროდუქტით და ახლა 20-ზე მეტ სხვადასხვა ინვესტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ინვესტორის არჩევას დიდად არ ვჩქარობთ. ჩვენ უფრო მეტად სტრატეგიულ პარტნიორს ვეძებთ, რომელიც საკუთარ ხედვას და გამოცდილებას შეგვძენს. პირველი ინვესტიცია ძირითადად პროდუქტის დახვეწაში, ასევე მარკეტინგულ და PR აქტივობებში დაგვემარება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ“ – ამბობს ანა.

ამერიკაში მრავალწლიანი ცხოვრების და პანდემიის დაწყების შემდეგ ანა საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის გაგრძელება აქ სურს. რამდენიმე კვირაში გუნდი პორტუგალიაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც ასობით დამსწრეს Theneo-ს შესახებ მოუყვებიან. დამფუძნებლების თქმით, მათი მიზანი API დოკუმენტაციის ბაზარზე ლიდერობის მოპოვება და საკუთარი სტანდარტების დამკვიდრებაა, რისთვისაც მომავალი წლების განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ ვითარდება ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში?

ტექნოლოგიების სფერო ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება, რასაც ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის აქტიური ტენდენცია განაპირობებს. ტექნოლოგიების განუყოფელი…
გაიგე მეტი

ფინტექ სტარტაპის შექმნა ეკონომიკური ვარდნის პირობებში

ფინტექ ინდუსტრია დღითიდღე ვითარდება, რისი გამომწვევი მიზეზიც თავისთავადაა ამ სფეროში ინოვაციური და წარმატებული სტარტაპების წარმოქმნა. თუმცა, ინდუსტრიის განვითარებიდან…
გაიგე მეტი

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

სტარტაპმა „კნიკი“ საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრებინა. კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.