Sweeft-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში 1200 ქართველი დეველოპერის დასაქმებას გეგმავს

ციფრული პროდუქტების შექმნა გარკვეულ სპეციფიკასთანაა დაკავშირებული. გუნდს მუდმივად სჭირდება დეველოპერი, UX/UI დიზაინერი, ფინანსური ანალიტიკოსი და ა.შ. თუმცა არის პერიოდები, როდესაც კომპანიას მხოლოდ გარკვეული დროით, კონკრეტული პროექტისთვის სურს კადრის აყვანა. ამ შემთხვევაში გავრცელებული პრაქტიკა სხვადასხვა პლატფორმაზე ფრილანსერების მოძებნაა, თუმცა ეს პროცესი თავის თავში გარკვეულ დისკომფორტსაც მოიცავს. შესაძლოა ფრილანსერ დეველოპერთან ან დიზაინერთან კომუნიკაცია გაჭიანურდეს, დროში შეზღუდულობის გამო მისი პროფესიონალიზმის განსაზღვრა სწორად ვერ მოხვდეს და ა.შ.

სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Sweeft, რომელიც კომპანიებს ციფრული პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ნებისმიერი კადრის მოძებნაში ეხმარება.

„თავდაპირველად იტალიასა და ინგლისში დავიწყეთ მუშაობა, რადგან საქართველოს ბაზრისთვის მსგავსი სერვისი შედარებით უცხო იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ბაზარზეც გავაქტიურდით. თავდაპირველად დეველოპერების საკუთარი გუნდი გვყავდა, შემდეგ კომპანიებს Support-ში ვეხმარებოდით, საბოლოოდ კი მათ სრული სერვისი შევთავაზეთ. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას კონკრეტული პროექტისთვის დეველოპერების რესურსი არ ჰყოფნის, შეუძლია ჩვენ მოგვმართოს და ამ პრობლემას აუცილებლად მოვუგვარებთ“ – გვიყვება Sweeft-ის სტაფ მენეჯერი ნინო ოკრიბელაშვილი.

მისი თქმით, იდეა კომპანიებმა მალევე აითვისეს და ამჟამად მათ განსხვავებული პროფილის კლიენტები ჰყავთ, მათ შორის: ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ელ.კომერციის პლატფორმები, მომსახურების სააგენტოები და ა.შ

„ჩვენი სერვისი კომპანიებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გულისხმობს. ისინი კარგი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე დეველოპერის რეკრუტინგში დროს საერთოდ არ ხარჯავენ, არ უწევთ ზედმეტი ხარჯის გაღება და ადამიანის სრულ განაკვეთზე აყვანა თუ ამის საჭიროება არ დგას“ – გვიყვება ნინო.

„შეგვიძლია კომპანიას გუნდის სრულად დაკომპლექტებაში დავეხმაროთ. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელიც ციფრული პროდუქტის შექმნაში იღებს მონაწილეობას შეგვიძლია დავასაქმოთ და კონკრეტულ პროექტზე მივამაგროთ.“ – ამბობს Sweeft-ის მარკეტინგის სპეციალისტი ქეთევან თოფურიძე.

მას შემდეგ რაც ორგანიზაცია Sweeft-თან თანამშრომლობას გადაწყვეტს, კომუნიკაციაში კონკრეტული ადამიანი ერთვება, რომელიც პროცესების გამართულობაზე აგებს პასუხს. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი დეველოპერით ან დიზაინერით უკმაყოფილოა, მისი ცვლილება დამატებითი ხარჯის გარეშეა შესაძლებელი, რათა საბოლოო შედეგი მაქსიმალურად მისაღები იყოს კლიენტისთვის. ცოტა ხნის წინ, Sweeft-ის ინვესტორი ესპანური კომპანია Making Science Group გახდა, რომელმაც სტარტაპში რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დააბანდა და საქართველოს ბაზარზე დიდი გეგმები აქვს. როგორც კომპანიაში გვიყვებიან, მომავალი 2 წლის განმავლობაში მათი მიზანი 1200 ქართველი დეველოპერის დასაქმებაა, რაც გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სრულებით მიღწევადია. იმისთვის, რომ მოთხოვნას სწრაფად უპასუხონ, Sweeft გარკვეული პერიოდულობით სტაჟიორ დეველოპერებსაც იყვანს და მათ ინტენსიურად ამზადებს, დაახლოებით 6 თვეში კი მსურველს შესაძლებლობა აქვს, Junior დეველოპერი გახდეს და მუშაობა ოფიციალურად დაიწყოს. 2 წლის განმავლობაში სტარტაპმა მოახერხა და 250 თანამშრომლის დასაქმება შეძლო, თუმცა მომავალში მათი გეგმები გაცილებით უფრო ამბიციური და მასშტაბურია.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

შვეიცარიის ღია ბანკინგის მიმოხილვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეასრულონ PSD2 რეგულაციები, რომლებიც არასაბანკო სფეროში მოღვაწე კომპანიებს საგადასახადო ოპერაციების გასაჯაროებას კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით ავალდებულებს — მსგავსი რეგულაცია შვეიცარიაში არ მოქმედებს.
გაიგე მეტი

წარუმატებლობის „ხიბლი“

Fuckup Nights – გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომლის ფარგლებშიც, ყოველთვიურად, რამდენიმე წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.