Sigma Software Group-მა ფინანსური აღრიცხვის სერვის Finmap-ში ჩადო ინვესტიცია

შვედურ-უკრაინული IT კომპანია Sigma Software Group აცხადებს, რომ Sigma Software Labs, Inspirium Laboratories-თან ერთად ინვსეტიციას Finmap-ში დებს

რა არის Finmap?

Finmap არის ფინანსური მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელიც უკვე 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს დაინახონ თავიანთი კომპანიის მდგომარეობა სპეციალური ფინანსური განათლების ქონისა და რთული სისტემების ცოდნის გარეშე. პროექტის მთავარი მიზანი ბიზნესმენებისვთის “თავისტკივილის” არიდება და მათთვის ფინანსური ხარვეზების აღმოფხვრაა. ეს სერვისი ასევე საშუალებას აძლევს ბიზნესმენებს, იპოვონ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა რამდენი გამოიმუშავეს მათ რეალურად, ან რომელი პროექტია უფრო მომგებიანი. ინფორმაცია ბიზნესის ხარჯებისა და შესახებ აისახება დაფებზე და გაიფილტრეება პროექტისა და კლიენტის კატეგორიის მიხედვით.

Finmap-მა ფუნქციონირება 2019 წლის იანვრიდან დაიწო. მისი დამაარსებლები მეგობრები: ოლექსანდერ სოლოვეი და ივან კაუნოვი არიან. დაარსების შემდგომ კომპანიამ ბევრი რამ გამოიარა, მაგრამ კომპანიაში მომუშავეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, მათ მიიღეს 50 000 დოლარიანი გრანტი უკრაინული სტარტაპის ფონდისგან, ასევე მათ მხარდაჭერა მიიღეს მონობანკის (პირველი სრულიად ციფრული ბანკი უკრაინაში) ერთ-ერთი დამფუძნებლის — დმიტრო დუბილეტისგან. ამჟამად დამფუძნებლები VISA-სთან გლობალური
პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ.

რაში დაიხარჯება ინვესტიცია?

ინვესტიციები კომპანიის განვითარებას, მარკეტინგს და გუნდის გაორმაგებას მოხმარდება. ყველაფერ ამის შესრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. Finmap ასევე შეამოწმებს ახალ ბაზრებს, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი გაფართოების პერსპექტივები
ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

Finmap-ის შექმნით ჩვენ გვინდა ბიზნესმენებს ვაჩვენოთ, რომ ფინანსების კონტროლის პრობლემის აღმოფხვრა
ტექნოლოგიების საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი. ფინანსების ცხრილებში აღრიცხვა და
კონსერვატიული CRM დიდი ხანია აღარ პასუხობს თანამედროვე დროის მოთხოვნებს. ჩვენს სისტემაში
მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, მეწარმე ხედავს სიტუაციას ერთ ფურცელზე, შესაბამისად
სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და აკონტროლებს ბიზნესის ფინანსებს”, — ამბობენ სოლოვეი და კაუნოვი.

რა მიზანი აქვს Sigma Software Group-ის ინვესტიციას?

Sigma Software Group-ს აქვს გრძელვადიანი გამოცდილება და საერთაშორისო ბაზრების ღრმა გაგება. კომპანია ათწლეულზე მეტია მუშაობს ფინანსური ინდუსტრიის მომხმარებლებთან და აწვდის უახლეს პროგრამულ რესურსს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლოდროინდელი
პარტნიორობა Ideasoft-თან, კომპანიასთან, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ფინტექსა და ბლოქჩეინში, მხოლოდ აძლიერებს გამოცდილებას ამ სფეროში.

უკრაინის ფინტექ ინდუსტრია, ამჟამად, მოგზაურობის ახალ ფაზაში 150-ზე მეტ კომპანიასთან ერთად გადადის. Finmap არის ერთ-ერთი იმ საინტერესო პროექტებიდან რომლის უკანაც ნამდვილად დიდებული გუნდი დგას. ასევე ძალიან სასიამოვნოა ამის გაზიარება ისეთ მეწარმეებთან და ინვესტორებთან, როგორიც დმიტრო დუბილეტია”, — განაცხადა ვალერი კრასოვსკიმ Sigma Software Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

კიდევ ერთი მიზეზი Finmap-ში ინვესტიციის ჩადებისა არის ის რომ, Sigma Software Group-ის მიზანია დეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესსა და მეწარმეებს.

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ გაამარტივა ფინტექმა საერთაშორისო გზავნილები

გლობალური ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ფულადი ნაკადების მოძრაობაა, რომელიც უზრუნველჰყოფს ფულზე ხელმისაწვდომობის მოქნილობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულის…
გაიგე მეტი

ფინტექ კომპანიების მსგავსება და განსხვავება

თანამედროვე სამყაროში ციფრული სერვისები და პროდუქტები ხშირად და მარტივად იცვლება. შესაბამისად, ბრენდებს მომხმარებლის გონებაში შესაღწევად და იქ დასარჩენად…
გაიგე მეტი

JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.