Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის – Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის განვითარებას. Raisin-მა სულ ახლახან შეძლო D სერიის ინვესტიციის მოპოვება ($114 მლნ) რის შედეგადაც ჯამში კომპანიაში ინვესტიციამ $200 მლნ-ს მიაღწია. კომპანიაში ინვესტიცია განათავსეს ისეთმა ფონდებმა, როგორებიცაა: Index Ventures, PayPal, Ribbit Capital და Thrive Capital.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე ინვესტიციას Raisin ახალი ფინტექების შეძენისა და ბაზრის გაფართოებისთვის გამოიყენებს.

Raisin 2013 წელს დაფუძნდა და ბერლინიდან საქმიანობს. კომპანია მომხმარებლისთვის აგვარებს ძალიან მარტივ პრობლემას – საბანკო დეპოზიტის შეძენით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს აქვს განსხვავებული. პლატფომა საშუალებას იძლევა მარტივი ინტერფეისის საშუალებით შევადაროთ სადეპოზიტო პროდუქტები ევროპული ბანკების მასშტაბით. მეორე მხრივ, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

დღეისთვის Raisin-ს დახმარებით $11 მილიარდის ოდენობის თანხები განთავსდა დეპოზიტებზე 62 პარტნიორი ბანკის მასშტაბით. სულ პლატფორმას 160,000 მომხმარებელი ჰყავს 31 ევროპული ქვეყნიდან. მათ კი საერთო ჯამში $90 მლნ-ის სარგებელი მიიღეს დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის სახით.

წყარო:

Raisin raises $114M for its pan-European marketplace for savings and investment products


გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ერთი ბიტკოინის ფასმა $34 000-ს მიაღწია

ბედნიერი ახალი წელი გამოდგა ბიტკოინის მფლობელებისთვის, კვირას ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 34 000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. კრიპტოვალუტამ…
გაიგე მეტი

ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური სტარტაპი ევროპის ნომერ მესამე ფინტექი გახდა

ამსტერდამში დაფუძნებული საგადასახადო სტარტაპი — Mollie “უნიქორნად” სექტემბერში იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს…
გაიგე მეტი

კიდევ ერთი ფინტექი, რომელიც $50 მილიონად გაიყიდა

ფინტექ კომპანია Brex-მა უნივერსალური, კომერციული პლატფორმებისთვის განკუთვნილი API-ს შემქნელთან, Weav-თან პარტნიორობა გასულ ზაფხულს დაიწყო. მარტში Brex-მა, Weav-ის API-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.