Payze 2000-ზე მეტ აპლიკანტს შორის Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული გახდა

სტარტაპ ეკოსისტემაში კომპანია Payze სულ რაღაც 2 წელიწადია გამოჩნდა, თუმცა სწორად შერჩეულმა მისიამ, პროდუქტმა და გუნდმა
იმდენი მოახერხა, რომ საქართველოს გარდა, მათ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ, როგორც წარმატებულ და ძალიან პერსპექტიულ სტარტაპს. 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ Payze-მ კიდევ ერთი აღიარება VISA-სგან მოიპოვა.
2000-ზე მეტ აპლიკანტში ქართველებისგან დაკომპლექტებული გუნდი ცენტრალური ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რჩეული გახდა. თავდაპირველად ჟიურიმ 5 საუკეთესო სტარტაპი შეარჩია, ფინალურ ეტაპზე გუნდები ნიგერიიდან, ეთიოპიიდან, პაკისტანიდან, რუსეთიდან და საქართველოდან იბრძოდნენ. საბოლოოდ, Payze-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გეგა წურწუმიას Pitch-მა
ყველას მოწონება დაიმსახურა და კომპანია Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებული და $15,000-ის მფლობელიც გახდა.
მომდევნო, ფინალური ეტაპი უკვე მსოფლიო მასშტაბით წარმატებულ სტარტაპებს გააერთიანებს, რომლებიც
$100,000-ის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

„ბოლო 5 წელია VISA მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პერსპექტიულ Fintech კომპანიებს ეძებს, რომლებიც კონკრეტულ გადაწყვეტებზე
მუშაობენ. ამ გადაწყვეტის მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივება და VISA-ს მისიასთან სინერგია უნდა იყოს. ჩვენთვის ეს გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პროდუქტის აღიარების კუთხითაა. ისეთი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც VISA-ა, ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ და ამას სხვებიც ამჩნევენ. უძლიერესი ჟიურის წინაშე წარვადგინეთ ჩვენი პროდუქტი, ამ ადამიანებს
სულ რაღაც, 1 წლის წინ სოციალურ ქსელებში ვადევნებდით თვალყურს, რომ ტექნოლოგიური სიახლეები
მათგან გაგვეგო“ – გვიყვება გეგა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება საქართველოს და მთლიანად რეგიონის აღიარებაცაა. ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაშიც შესაძლებელია უმაღლესი დონის ციფრული პროდუქტის შექმნა ნიშნავს, რომ საქართველოს გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია.

„გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, კონკურსში გამარჯვება VISA-სთან უფრო სიღრმისეულ პარტნიორობასაც მოიცავს.
Pitch-ის ბოლოს თითოეული ფინალისტი ასახელებს მისთვის სასურველ თანამშრომლობის ფორმას, რითიც VISA-სთან ურთიერთობის გაგრძელება სურს. გამარჯვების შემდეგ Payze საკუთარ სერვისში VISA-ს ერთ-ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს გამოიყენებს,
რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომი არაა. მისი მეშვეობით თაღლითობის რისკები მინიმუმამდე შემცირდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მშვიდად და თავისუფლად იშოპინგონ ონლაინ“- ამბობს გეგა.

Payze-სთვის ეს Unicorn სტარტაპად გახდომისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გუნდი, რომელიც 500 Startups-ის პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია მალე სილიკონ ველიზე ინვესტორების წინაშე წარსდგება.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის. როგორც მისი თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია გვიყვება მათი ონლაინ გადახდების სერვისით სარგებლობა უზბეკურ…
გაიგე მეტი

განაგე – ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ – ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ…
გაიგე მეტი

Api.bog.ge – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა

Api.bog.ge „საქართველოს ბანკის“ ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების დანერგვაში დაეხმარება.ის ამ ეტაპზე არსებულ ყველა “საქართველოს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.