Payze – სტარტაპი, რომელიც ონლაინ გადახდების ყველა პრობლემას მოგიგვარებთ

საწყის ეტაპზე ყველა მოთამაშეს, მათ შორის ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებს არაერთი გამოწვევის დაძლევა უწევთ. რთულია ერთდროულად მომხმარებლის ქცევის შეცვლაზე, ხარისხიანი პროდუქტის შექმნასა და გამართულ სისტემაზე იზრუნო.

Payze-ს გუნდი, რომელიც 3 თანადამფუძნებლისგან შედგება (გეგა წურწუმია, გეგა თოფაძე, კახა გელაშვილი) და მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობს, ამ ყველაფერს მალევე მიხვდა. სურდათ ეტაპობრივად ყველა პრობლემა გადაეჭრათ და ბაზრის კვლევას შეუდგნენ.

შექმნეს უნივერსალური, ე.წ „Bill-Splitting“ მოდელი, რომლითაც პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ, საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა.  მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ Fintech.ge-ს მკითხველს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ აქსელერაციის პროგრამებზეც გვესაუბრა, რომელშიც Payze აქტიურადაა ჩართული.

გეგა, რატომ გადაწყვიტეთ Payze-ს შექმნა და რა გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს?

გვაქვს Software Developmet კომპანია, პროექტებზე მუშაობის დროს დავინახეთ უამრავი პრობლემა, რომელსაც ონლაინ ვაჭრობაში ჩართული მერჩანტები გადახდების დროს აწყდებოდნენ. დარეგისტრირება, გადახდის ჩაშენება და ახალი ფუნქციონალის დეფიციტი მათთვის გამოწვევა იყო. გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის გამოსწორება. რეგისტრაცია რამდენიმე კვირას და მრავალრიცხოვან დოკუმენტაციას მოითხოვს, ჩვენ მისი გაციფრულება გვსურს და მალე პროცედურებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.  

რას ნიშნავს ე.წ Bill-Splitting მოდელი და რა გადაწყვეტას სთავაზობს ბაზარს თქვენი სტარტაპი

Market Place მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთთან აკავშირებს, რაშიც გარკვეულ საკომისიო გადასახადს იღებს. დღეს ასეთ პლატფორმებს ხელით უწევთ მიღებული თანხის გაყოფა და მხარეებზე განაწილება, სიტუაცია უფრო რთულდება თუ პროცესში საკურიერო მომსახურებაცაა ჩართული. ჩვენ ამ ყველაფერს ვაციფრულებთ და ბიუროკრატიას ვამცირებთ. Payze შესაძლებელს ხდის კომპანიებს საკუთარ მოდელზე აგებული სისტემა შევთავაზოთ და თანხა ნებისმიერი რაოდენობის მხარეზე ავტომატურად გავანაწილოთ.

აქამდე რატომ არ ხდებოდა პრობლემის გადაწყვეტა?

ქართული პლატფორმები მომხმარებლისთვის პოპულარული ბოლო 2-3 წელია გახდა. აქამდე მათ ბანკები ემსახურებოდნენ, თუმცა დიდი ორგანიზაციებისთვის ფუნქციონალის სწრაფი ცვლილება მარტივი არაა. დასავლეთის ქვეყნებში გადახდებს ძირითადად, ჩვენნაირი სერვის პროვაიდერები არეგულირებენ. გვსურს, მომავალში ამ კუთხით ლიდერები გავხდეთ და გადახდებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა მოვაგვაროთ. მას შემდეგ, რაც კომპანია ჩვენთან თანამშრომლობას იწყებს, ამ მიმართულებას სრულად ვიბარებთ, ბანკთანაც კი აღარ უწევს თანამშრომლობა.

არის თუ არა ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც?

რა თქმა უნდა, თითქმის იგივე საკომისიოს გადახდა უწევს კომპანიას, რასაც ჩვეულებრივი POS ტერმინალის შემთხვევაში.

თავად კომპანია განვითარების რა ეტაპზეა და რომელ აქსელერაციის პროგრამებში იღებთ მონაწილეობას?

ამჟამად Startup Wise Guys-ის პრე-აქსელერატორი გავიარეთ წარმატებით, შეგვარჩიეს აღმოსავლეთ ევროპის 20 საუკეთესო სტარტაპს შორის და მიგვიწვიეს სრულ Fintech 4 აქსელერატორში ლიტვაში. Payze 700 000 ევროდ შეაფასეს,  30 000 ევროს დაფინანსება მოგვცეს და ჩვენი პარტნიორებიც გახდნენ. სამომავლოდ რეგიონის ბაზარზე გვსურს გასვლა და ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, რომელიც ონლაინ გადახდებს უკავშირდება.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ფინტექ ეკოსისტემები მსოფლიოში და რჩევები ქართულ ფინტექ კომპანიებს — ჩია ჰოკ ლაი

24 ივნისს საქართველოში GIFT — გლობალური ფინტექ ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა ქართველ მსმენელს პირველად გაუზიარეს მსოფლიოში არსებული…
გაიგე მეტი

felp.io

ფინანსისტების საქმიანობა ხშირად უამრავი რუტინული სამუშაოთია დატვირთული. არის შემთხვევები, როდესაც გასული თვეების მაჩვენებლების შესწორება ხდება, რაც არაერთი ოპერაციის…
გაიგე მეტი

განაგე – ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ – ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.