Payze – პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში

Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი გახდა, რითიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სტარტაპ ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი დაწერა. Stripe, Airbnb, Cruise Automation, DoorDash, Coinbase, Instacart, Dropbox, Twitch, Reddit – იმ სტარტაპების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს უკვე მთელი მსოფლიო სწორედ Y Combinator-ის წყალობით იცნობს, ახლა კი მათი კომუნის წევრი Payze-ც გახდა.

„სანამ Payze-ს შევქმნიდით და ანტრეპერენრობის გზას დავადგებოდით, Y Combinator-ში ყოფნა თუნდაც სტაჟირების პროგრამით, ჩემი ოცნება იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი გზით მინდოდა იქ მოხვედრა. სტარტაპის შექმნის შემდეგ მე და სხვა თანადამფუძნებლები ხშირად ვუყურებდით სხვადასხვა Pitch-ებს, მათ შორის ძალიან გვხიბლავდა Airbnb-ს და Dropbox-ის შექმნის ისტორიები, ასევე Stripe-ის, რომელიც ჩვენი ანალოგია და მასაც იგივე აქსელერატორი აქვს გავლილი. ამ პროცესში ჩვენი სწორება და საბოლოო დანიშნულება ყოველთვის Y Combinator იყო, თუმცა ჩვენს გარშემო ამ თემაზე ვერავის ვესაუბრებოდით, რადგან ჩვენი რეგიონიდან მათ პროგრამაში არავინ არ იყო მოხვედრილი.“ – გვიყვება თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია.

როგორც გეგა გვიყვება, აქსელერატორს საკუთარი, განსხვავებული მიდგომა აქვს ყველა სტარტაპის მიმართ. 7%-იანი წილი $125,000-ის სანაცვლოდ, ასეთია მათი შეთანხმება. გარდა დაფინანსებისა, Payze იმ დიდი საკომუნიკაციო და დახურული პლატფორმის წევრიც ხდება, რომელშიც Y Combinator-ის კომპანიები არიან გაერთიანებულნი. ქართულ სტარტაპს ისეთი ორგანიზაციის დამფუძნებლებთან ექნებათ პირდაპირი წვდომა, როგორიც Airbnb, Dropbox, Reddit და სხვები არიან. გარდა ამისა, ზაფხულის ბოლოს, სტარტაპი ტოპ ინვესტორების წინაშე დემო დღეს გამართავს, სადაც გაცილებით უფრო მსუყე დაფინანსების მოპოვებას შეეცდება.

„აქ მოხვედრამდე საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ. პირველ ცდაზე ინტერვიუს ეტაპამდე მივედით, თუმცა პროგრამაში ვერ მოვხვდით. მიუხედავად ამისა, ელ.ფოსტით მივიღეთ ერთგვარი შექების წერილი, სადაც ეწერა, რომ არ უნდა დავნებებულიყავით და ბედი კიდევ ერთხელ, აუცილებლად უნდა გვეცადა. ზოგადად, როგორც Y Combinator-ის წევრები გვიყვებოდნენ, მათი პროგრამის მონაწილეების უმეტესობა პირველივე ჯერზე ვერ ხვდება ფინალისტების სიაში.

500 Startups-ში გამარჯვების შემდეგ სულ რამდენიმე დღე გვქონდა განაცხადის შესავსებად. არაერთი ღამის გათენებაც მოგვიწია, თუმცა ყველაფერი მოვასწარით. ძალიან საინტერესო იყო ინტერვიუს ეტაპი, როგორც არ უნდა წავიდეს საუბარი, ინტერვიუ მხოლოდ 10 წუთს გრძელდება. ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონიდან პირველი სტარტაპი ვიყავით, აქსელერატორის წევრებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, რათა ყველა დეტალი შეესწავლათ, საჭირო გახდა მეორე ინტერვიუს ჩანიშვნა. 500 Startups-ის გამოცდილება უკვე გვიმაგრებდა ზურგს, სერიოზულად მოვემზადეთ ფინალური ეტაპისთვის და როგორც ჩანს მათი მხრიდანაც დიდი დაინტერებსა გამოიწვია Payze-მ. პოზიტიურად დავასრულეთ მეორე ინტერვიუც, თუმცა საბოლოო პასუხი დაახლოებით 1 დღის განმავლობაში უნდა მიგვეღო. ის პერიოდი ფაქტობრივად, არც ერთ დამფუძნებელს არ გვეძინა. ბოლოს, დილის 7 საათზე ჩემს ტელეფონზე ამერიკულმა ნომერმა დარეკა და მივხვდით, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ – ამბობს გეგა.

ექსკლუზიურ ბაზაზე წვდომა ქართულ სტარტაპს ულიმიტო დროის განმავლობაში ექნება, როგორც თავად გვიყვებიან ეს უდიდესი შესაძლებლობაა თანამედროვე ტრენდების გასაგებად, ახალი პროდუქტის დასატესტად და სურვილის შემთხვევაში ტოპ კომპანიებთან კოლაბორაციისთვის.

ცნობისთვის, დღეს კომპანია Stripe ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული სტარტაპია, რომლის ღირებულებაც $95 მილიარდს აჭარბებს, Airbnb-მ სულ ცოტა ხნის წინ განათავსა საფონდო ბირჟაზე აქციები და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $86 მილიარდ დოლარზე მეტია, Dropbox $11 მილიარდადაა შეფასებული, DoorDash-ის ღირებულება კი $49 მილიარდია.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრული ბანკი აამოქმედა

აშშ-ის საბანკო სექტორის გიგანტმა, JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრულ საცალო ბანკი — Chase გახსნა. ეს JPMorgan-ის პირველი გასვლაა ჩრდილოეთ…
გაიგე მეტი

ნიდერლანდების ეროვნული ბანკი ევროს გაციფრულებას იწყებს

ჩინეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ დაწყებული ვალუტის გაციფრულების პროცესს არც ევრო ჩამორჩება. ამჟამად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.