PayPal-მა აპლიკაცია განაახლა — ნახეთ, რა შეიცვალა

PayPal მობილური აპლიკაციის დიზაინს ცვლის. განახლებულ აპლიკაციას დანაზოგების მხარდაჭერა ექნება. აქვე შეძლებთ სასურსათო ბარათების ნახვასაც. აქამდე PayPal ძირითადად მხოლოდ ფულის ან კრიპტოვალუტების მისაღებად და გასაგზავნად გამოიყენებოდა, ახლა კი განახლებული აპლიკაცია უფრო მრავალფეროვანია და თქვენ აქტივებზე მეტ კონტროლს მოგცემთ.

ის, რაც მომხმარებელს პირველად თვალში ხვდება, ვიზუალური ცვლილებებია. განახლებამდე აპლიკაცია ფულის მიღებასა და გაგზავნაზე იყო კონცენტრირებული და შესაბამისად, პირველივე გვერდზე სწორედ ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭირო ღილაკებს ვხვდებოდით, იქვე ეწერა თქვენი ანგარიშის ბალანსიც. განახლებული აპლიკაციის მთავარ გვერდზე პირველ რიგში ჩვენს PayPal-ისა და კრიპტოების ბალანსს ვხედავთ, მათ ქვეშ კი კონტაქტებია განთავსებული. სხვა გვერდებზე გადასვლა კი ქვედა ზოლიდან იქნება შესაძლებელი.

პირდაპირი დეპოზიტების, PayPal-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათების ნახვა “Wallet” ტაბის ქვეშ შეგიძლიათ. გადახდების გვერდზე თქვენ იპოვით გადასახადების გადახდის ფუნქციას, ასევე საქველმოქმედო სექციასა და მესიჯებს. შოპინგის გვერდზე შეხვდებით კუპონებსა და ლოიალურობის პროგრამებს. დაბოლოს, ფინანსების გვერდზე თქვენ ნახავთ თქვენს კრიპტო აქტივებს.

ახალ ფუნქციებში აღსანიშნია შემნახველი ანგარიშები. ახალ აპლიკაციას პირდაპირი დეპოზიტების მხარდაჭერა ექნება, დეპოზიტების ორი დღის წინსწრებით მიღებით. თანხები PayPal-ის შემნახველ ანგარიშზე აისახება. ამისათვის ფეიფალი Synchrony Bank-თან ითანამშრომლებს.

კომპანიის თქმით, ანგარიშის წლიური შემოსავალი 0.40 პროცენტი იქნება ყოველგვარი თვიური გადასახადის გარეშე. ასევე, PayPal გადასახადების ავტომატური გადახდის ფუნქციასაც ამატებს, რითაც თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ გადაცდომებს.

PayPal-მა განცალკევებული სავაჭრო სექციაც გააკეთა. აქ თქვენ ნახავთ კუპონებსა და პირდაპირ, მაღაზიების მიერ შემოთავაზებულ ფასდაკლებებს.

“მყიდველებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ პირდაპირი ფასდაკლებები ასობით ბრენდირებული მაღაზიიდან”, — ამბობს PayPal.

კომპანიის თქმით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ივაჭრონ პირდაპირ აპლიკაციაში ჩაშენებული ბრაუზერიდან, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

CityPay – ახალი ქართული ფინტექ სტარტაპი

გადახდის საშუალებები იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტებიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის…
გაიგე მეტი

საქართველოს ბანკმა Apple Pay წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა. Apple Pay კომპანია Apple-ის…
გაიგე მეტი

Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის – Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.