Opera საბანკო – ფინტექ მომსახურებებს იწყებს

ინტერნეტ კომპანია Opera, Dify-ის ჩაშვებით, ფინანსურ მომსახურებებზე გადადის. ბრაუზერში თანხის დაბრუნების სერვისითა და ციფრული საფულით სარგებლობა შეგეძლებათ. Dify-ის აპლიკაციის საცდელი ვერსია პირველად ესპანეთში გაეშვა. ეს ყველაფერი კი Mastercard-ის მიერ გაცემულ უფასო ვირტუალურ სადებეტო ბარათს და Google Pay-ის მხარდაჭერით.

კომპანია ახალი მომსახურების გავრცელებას ევროკავშირის მასშტაბით აპირებს, სადაც ამჟამად, 50 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. “მომდევნო რამდენიმე წელიწადში, Dify-ში Opera-ს ინვესტიციის ჯამური მოცულობა, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს”, — ამბობენ ექსპერტები.

Dify-ის აპლიკაციის პირველი ვერსია, Opera-ს ბრაუზერის გამოყენებით, მომხმარებლებს პარტნიორ ვებსაიტებზე შენაძენის გაკეთების შემთხვევაში, ქეშბექის მიღების საშუალებას მისცემს. პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალი, როგორიცაა Nike, Sephora, Asos და სხვები, Opera-ს ბრაუზერში სპეციალურ ნიშნულზე გამოჩნდება.

“ყოველდღე მილიონობით ადამიანი ინტერნეტის გამოყენებით ვაჭრობს და გადახდებს Opera-ს ბრაუზერით ახორციელებს. Dify-ით, ჩვენ ბრაუზერს და ელექტრონულ საფულეს ვაერთიანებთ. ეს ყველაფერი მომხმარებლის სავაჭრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ხდება”, — ამბობენ Opera-ს წარმომადგენლები.

მომავალში, Opera მომხმარებლისთვის ელექტრონული საფულეების მხრივ, უფრო მეტი სერვისის შეთავაზებას გეგმავს. ესენია: დანაზოგების მენეჯმენტი, კრედიტი, ინვესტიციის შესაძლებლობები და ქეშბექი.

წყარო: www.next.on.ge 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

29 ივნისი, 2018 – საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა. ღია…
გაიგე მეტი

რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს…
გაიგე მეტი

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის

ქართული ფინტექი Payze უზბეკეთის ბაზარზე შედის. როგორც მისი თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია გვიყვება მათი ონლაინ გადახდების სერვისით სარგებლობა უზბეკურ…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.