საგადასახადო უწყისების ინტეგრაცია ფინტექ კომპანიებისა და ნეობანკებისთვის
საგადასახადო უწყისების ინტეგრაცია ფინტექ კომპანიებისა და ნეობანკებისთვის
მრავალი კომპანია, რომელიც ერთი იდეის განხორციელებაზე იწყებს მუშაობას, პროცესშივე ხვდება, რომ სრულიად განსხვავებულ იდეაზე უნდა გადაერთოს. ამის თვალსაჩინო მაგალითია MMORPG ჟანრის თამაშების შემქმნელი სტუდია Tini Speck, რომლისთვისაც გუნდის საკომუნიკაციო პლატფორმის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამის შედეგად კომპანია თამაშებიდან საკომუნიკაციო პლატფორმის, Slack-ის შექმნაზე გადაეწყო. ასეთივე ისტორია აქვს Pinwheel-ს — კომპანიას, რომელიც კურტ ლინმა, ანიშ ბასუმ და კურტის ლიმ შექმნეს. ლიმ თავდაპირველად საპარკინგე სერვისის მიმწოდებელი კომპანია Luxe დააფუძნა, რომელის 2017 წელს Volvo-ს მიყიდა, და გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ლინი აიყვანა. ავტომწარმოებელთან ორწლიანი "ინოვაციების" შემდეგ მათ სტარტაპების სამყაროში დაბრუნება გადაწყვიტეს. ამასთან, ლის და ბასუს იქამდე სოციალური თამაშების კომპანია Zynga-ში Mafia Wars-ზე ერთად ემუშავათ და შედეგად სამივენი ახალი პროექტის ირგვლივ გაერთიანდნენ.

სტარტაპმა კომპანიებისთვის პროგრამული პლატფორმის შემუშავება დაიწყო, რომლის მიზანიც თანამშრომლებისთვის სატრანზიტო გატარებასა თუ ჯანდაცვის პოლისთან დაკავშირებული გადასახადების შემცირების გზით ხარჯების მინიმიზაცია გახლდათ. თუმცა პლატფორმის შექმნის პროცესში პროგრამირების დონეზე გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა — თავად ხელფასის გადამხდელებთან მარტივად დაკავშირების მეთოდის არარსებობა. "ჩვენ შევქმენით სახელფასო სისტემებთან ინტეგრაციის შიდა პლატფორმა... და შემუშავების პროცესში მივხვდით, რომ სახელფასო სისტემებზე ღია წვდომის ქონა შეუძლებელი იყო, რადგან ისინი, ძირითადად, მოძველებულ და დახურულ სისტემებს წარმოადგენდნენ", — აცხადებს ლინი. როცა კომპანიამ კონსულტაციისთის ფინტექ სექტორს მიმართა, გაირკვა, რომ პრობლემას იმ API-ს უქონლობა იწვევდა, რომელიც მათ პროდუქტში უნდა ჩაშენებულიყო.

შედეგად, კომპანიამ სახელფასო მონაცემებისთვის შეიმუშავა და დანერგა ახალი API, რომელიც ამ ინფორმაციას სრულად ამუშავებს — დაწყებული შემოსავლებიდან და თანამშრომლების შემოწმებიდან, დამთავრებული სადეპოზიტო ანგარიშის მარტივი გადატანითა და მართვით. საბოლოო ჯამში სტარტაპმა $7-მილიონიანი ინვესტიცია ჯოშ კოპელმანისგან (First Round Capital) და გრეგ ბეტინელისგან (Upfront Ventures) მიიღო, რომლებიც კომპანიის მართვაშიც ჩაერთნენ. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დანაზოგის ავტომატიზირებული პირდაპირი კონტროლი, რაც მას აძლევს საშუალებას, თვალი ადევნოს, სად მიდის მისი ხარჯები. მაგალითად, თუ საჭირო გახდა დეპოზიტის რამდენიმე ანგარიშად დაყოფა და საკუთარი ხელფასის იმ ანაბარზე გადატანა, რომელსაც თქვენი ბანკი არ ემსახურება, ამაში Pinwheel დაგეხმარებათ.

ყველაზე საინტერესო შემთხვევებს კი მაშინ ვაწყდებით, როცა პლატფორმის გამოყენებას ფინტექის ბიზნეს მომხმარებლები იწყებენ. მოდით, მსგავსი შემთხვევა იპოთეკის მაგალითზე განვიხილოთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ იპოთეკური სესხის განაცხადის შევსების პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ისეთი მრავალი დოკუმენტის შეგროვებას საჭიროებს, რაც დასაქმებულის სტატუსსა და მის შემოსავალს დაადასტურებს. მართალია, პროცესის ნაწილობრივ გაციფრულება შესაძლებელია ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა ციფრული ხელმოწერის სერვისი Notarize, თუმცა იმისთვის, რომ სახელფასო მონაცემების ამოღების პროცესი უფრო მარტივი და უნივერსალური იყოს, შესაბამისი ხელსაწყოა საჭირო. ასეთ დროს კი არჩევანი არცთუ ისე დიდია.

"2020 წელსაც კი უამრავ ადამიანს საკუთარი მონაცემების დასადასტურებლად ქაღალდზე დაბეჭდილი ცნობების წარდგენა უწევთ", — აცხადებს ლინი. ასეთ დროს Pinwheel-ის მიზანია, მონაცემთა ნაკადის უნივერსალურ არხად იქცეს. კოპელმანის თქმით, მას კომპანიის მიმართ ინტერესი სასესხო და იპოთეკურმა ფინანსურმა აპლიკაციებმა გაუჩინა: "ისეთ პროცესს, რაზეც აქამდე 4 კვირას კარგავდით, Pinwheel ოთხ წუთამდე ამცირებს". კომპანიის თათბირზე ყოფნისას კოპელმანის დაინტერესება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სტარტაპი "მომხმარებელზე ორიენტირებული" იყო. "მსგავსი მიდგომა სიმართლისა და შემოსავლის წყაროა", — აღნიშნავს ის.

First Round-ს ისეთი კომპანიები დაუფინანსებია, როგორებიცაა Uber და TaskRabbit. შესაბამისად, კოპელმანისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ დღეს სახელფასო მონაცემებთან წვდომის მარტივი და უსაფრთხო საშუალების აუცილებლობა დგას. Pinwheel არ წარმოადგენს სახელფასო მომსახურების ისეთ მიმწოდებელს, როგორიცაა ADP. ამის ნაცვლად ის ერთგვარ ახალ შრეს ამატებს საბანკო მომსახურების პროდუქტებს, რათა ფინტექ კომპანიებს მომხმარებლების საბანკო მონაცემებთან უსაფრთხო წვდომის საშუალება ჰქონდეთ.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები

Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების...

გაიგე მეტი

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

გაიგე მეტი

ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?<

გაიგე მეტი