Apple Pay-ით ვებგვერდზე გადახდები
Apple Pay-ით ვებგვერდზე გადახდები
საქართველოს ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ნერგავს კიდევ ერთ ახალ პროდუქტს - Apple Pay-ით  ვებ გვერდზე გადახდა. Apple Pay-ით  გადახდა შესაძლებელია მხოლოდ Apple- ის მოწყობილობებით, რისთვისაც აუცილებელია, Safari web browser -დან მოხდეს გვერდის გახსნა. აღნიშნული ფუნქციონალი  ითვალისწინებს ონლაინ გადახდებს, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.  
გადახდის პროცესი წარიმართება შემდეგნაირად:
•  მერჩანტის გადახდის გვერდზე მომხმარებელს გამოუჩნდება Apple Pay- ს ღილაკი; 
•  მასზე დაჭერით გამოვა მომხმარებლის, წინასწარ, Apple ვოლეტში დამატებული ბარათების ჩამონათვალი;
•  ავტომატურად გამოჩნდება Apple ვოლეტში არჩეული ძირითადი ბარათი, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი, ვოლეტში  დამატებული სხვა ბარათის არჩევაც;
•  გადახდის დადასტურება ხდება მარტივად თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით.

 

მერჩანტის მხრიდან, Apple Pay-ის ვებ გვერდზე ინტეგრაციის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა მოთხოვნის შესახებ ბანკს უნდა მიწეროს info@fintech.ge-ზე. ამის შემდეგ მოხდება დეტალების დაზუსტება და საერთო შეთანხმების გაფორმება მერჩანტსა და ბანკს შორის,  რის შედეგადაც საქართველოს ბანკის შესაბამისი სამსახური მერჩანტს მიაწვდის ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო ეფლის დოკუმენტაციას / ინსტრუქციას და ბანკის უშუალო ჩართულობით მოხდება Apple Pay-ით ონლაინ გადახდების ინტეგრირება. 

ბლოგის სხვა თემები