საქართველოს ბანკის „ციფრული პასუხი“ ახალი რეალობის ახალ გამოწვევებზე
საქართველოს ბანკის „ციფრული პასუხი“ ახალი რეალობის ახალ გამოწვევებზე
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2/COVID-19) შექმნილმა კრიზისმა ყველაზე ცხადად გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ღია ბანკინგი და პროდუქტების დისტანციურად ხელმისაწვდომობა. დღეს, როცა მსოფლიომ თვითიზოლაცია აირჩია, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ციფრულ სერვისებს. 
საქართველოს ბანკი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ახალ გამოწვევებს მომზადებულნი შეხვდნენ. რამ შეუწყო ხელი მას ადაპტირებაში და რა ხდება სერვისების გაციფრულების კუთხით? ამ და სხვა საკითხებზე კომპანიის მთავარ ციფრულ ოფიცერს ლევან კობახიძეს ვესაუბრეთ.


პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი და მუშაობის ლოგიკა შეცვალა. როგორ აისახა ეს ბანკებზე, რა გამოწვევის წინაშე დადგნენ ისინი?


პანდემიის დროს ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა და ამან ნეგატიურად იმოქმედა ყველაზე, მათ შორის, ბანკებზე. ციფრულ და არაციფრულ არხებში იმ აქტივობების ნიშნული, რომლებსაც მომხმარებლები ყოველდღიურად ახორციელებდნენ, საგრძნობლად დაბლა წამოვიდა. სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესებამ გარკვეული შვება მისცა მათ.
ამ პერიოდში ორი მთავარი გამოწვევა და მიზანი გვქონდა: ჩვენს მომხმარებლებზე პანდემიის ზეგავლენის შემცირება და მათ მიერ ციფრული არხების გამოყენების ხელშეწყობა და წახალისება.
აუცილებელი სოციალური დისტანცირების შედეგად, მომხმარებლების გარკვეულ ნაწილში ახალი ქცევა ჩამოყალიბდა. ადამიანები დარწმუნდნენ, რომ დისტანციურადაც შესაძლებელია იმ ოპერაციების განხორციელება, რომლებისთვისაც ფილიალში მიდიოდნენ.


ღია ბანკინგი საქართველოს ბანკის სტრატეგიული მიმართულებაა. რა სერვისები გააციფრულეთ ამ სტრატეგიის ფარგლებში და რა სერვისების გაციფრულებას აპირებთ ახალი რეალობის გამო? 


ძალიან აქტიურად ვავითარებთ Banking-as-a-service-ის მიმართულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ის მომსახურება, რომელიც ბანკის ფილიალში შეგიძლია მიიღო, ხელმისაწვდომი იყოს დისტანციურადაც, ციფრულ გარემოში. 
მაგალითად, ერთიანი ავტორიზაციის სისტემა. მობაილ და ინტერნეტბანკის მონაცემებით, მომხმარებლებს შეუძლიათ არა მარტო საბანკო, არამედ გარე აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე შესვლა. area.ge-ზე დავნერგეთ იპოთეკური სესხის გამოთვლის მექანიზმი და, ფაქტობრივად, სესხის აღების პროცესის 80 პროცენტი ციფრულია.
ჩვენი პროდუქტ მენეჯერები და, ზოგადად, დეველოპმენტის გუნდი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ახალი ფუნქციები შევმატოთ. მომდევნო კვირების განმავლობაში მომხმარებელი ძალიან ბევრ ახალ ციფრულ პროდუქტს იხილავს.
ღია ბანკიგის ფარგლებში, ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებდით, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელეთ პროდუქტების გაციფრულება. ისეთი პროდუქტების გაშვების მოტივაცია გააჩინა და დააჩქარა ახალმა რეალობამ, რომელთა გაშვებასაც შეიძლება დიდი დრო დასჭირვებოდა.


რამდენად ეფექტიანად მუშაობს თქვენი გუნდი დისტანციურად?


ძალიან სწრაფად მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში დისტანციურ არხებზე ბანკის მთელი ბექოფისი გადაეწყო. ამისთვის დიდი მადლობა ყველა თანამშრომელს.
რეტროსპექტივის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ჰქონია ამ რეჟიმზე გადასვლას ნეგატიური ეფექტი და იყო შემთხვევები, როცა შრომის ნაყოფიერება გაიზარდა კიდეც.
კომპანიაში ასევე განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ. შესაძლებელია, თანამშრომლებმა უფრო ხშირად დისტანციურად იმუშაონ, ვიდრე სამსახურიდან.


რა დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრული პროდუქტების მოხმარებისთვის?

თავიდანვე დავიწყეთ ფიქრი, დამატებით რითი დაგვეჭირა მხარი მომხმარებლებისთვის ციფრული არხების გამოყენების პროცესში. გავაუქმეთ საკომისიო გადასახადი მობაილბანკში გადახდებზე. ამას მოვაყოლეთ ის, რომ მობაილბანკის გამოყენება მომხმარებლებს ინტერნეტ მეგაბაიტების დახარჯვის გარეშე შეუძლიათ. ეს ჩვენს პარტნიორებთან, „სილქნეტთან“, „მაგთისა“ და „ბილაინთან“ თანამშრომლობის ფარგლებში გაკეთდა.


საქართველოს ბანკმა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე აქტორმა, ბიზნესს დახმარება შესთავაზა. მოგვიყევით, როგორ ეხმარებით მათ ონლაინ გაყიდვებსა და სერვისების გაციფრულებაში? 


საქართველოს ბანკი, ღია ბანკინგის ფარგლებში, აქტიურად ავითარებს API სერვისებს. ეს საშუალებები სასარგებლოა როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. 
გარდა ამისა, ვიცით, რომ პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა lifestyle-ბიზნესებმა მიიღეს. პრინციპში, მათ გაყიდვები გაუნულდათ და ჩვენი მოტივაცია მათი მდგომარეობის შემსუბუქება იყო. აქ გაგვიჩნდა ვაუჩერების წინასწარ გაყიდვის იდეა და შედეგად, პარტნიორებთან ერთად, განვახორციელეთ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი argacherde.ge. გვჯერა, რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ ადამიანები ისევ ისე აქტიურად გააგრძელებენ ამ კომპანიების სერვისებით სარგებლობას.


ბლოგის სხვა თემები

Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების...

გაიგე მეტი

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

გაიგე მეტი

ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?<

გაიგე მეტი