საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში

BOG Fintech თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერიებს იწყებს. უფრო კონკრეტულად, ლექციები ელექტრონული საბანკო მომსახურების სფეროში არსებული მსოფლიო ტრენდებისა და ამ სფეროში ინოვაციების დანერგვის თემატიკაზე გაიმართება.

შეხვედრების სერიის დაწყების მიზანს წარმოადგენს ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის გაზრდა. პირველი შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტებს შეხვედრაზე ელექტრონული საბანკო ინოვაციების სპეციალისტებმა გააცნეს თუ რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან მსოფლიოს წამყვანი ბანკები დიჯიტალიზაციის კუთხით, როგორ ნერგავენ ისინი ინოვაციებს და ბანკთან თანამშრომლობის რა გზები და შესაძლებლობები არსებობს ფინტექ სტარტაპებისათვის.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად.

ბლოგის სხვა თემები

650 000 - ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე Startup Grind-ზე

გაიგე მეტი

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

გაიგე მეტი