ფინანსური მომსახურების გაციფრულების სასიცოცხლო მნიშვნელობა პანდემიის პირობებში
ფინანსური მომსახურების გაციფრულების სასიცოცხლო მნიშვნელობა პანდემიის პირობებში
დღეს მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა. თითქმის სამხედრო მზადყოფნის პირობებში კაცობრიობას ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიების ფუნქციონირების შენარჩუნება უწევს.
ბიზნესის გაციფრულება აქამდე მხოლოდ ხარჯების შემცირებისა და დამატებითი გაყიდვების გენერირებისთვის გამოიყენებოდა, დღეს კი ის ერთადერთი ეფექტიანი გზაა ბიზნესის წარმოებისთვის. ასეთ პირობებში გარკვეული ფინანსური სერვისები ჯერ კიდევ არაა სრულად ციფრული. ასეთი მოცემულობით ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც კარგად უმკლავდებიან საკუთარი მომსახურების გაციფრულებას, უდიდეს სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენენ.

მსოფლიო მასშტაბით გადავადდა უამრავი სესხი და საბანკო შენატანი. Amazon-მა კი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებით 100 000 თანამშრომელი აიყვანა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
 
რა ხდება მაშინ, როცა ბიზნესი აღარაა ისეთი, როგორიც აქამდე იყო ქვეყნების ცენტრალური ბანკები საზოგადოებაში ნაღდი ფულის გამოყენების შემცირებას ცდილობენ, საფონდო ბირჟებზე კი მაჩვენებლებმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის რეკორდი მოხსნეს. ამას ემატება სოციალური დისტანცირება, მსოფლიო ვაჭრობის შემცირება და საპროცენტო განაკვეთის შემცირება, რამაც ყველაზე, განსაკუთრებით საბანკო სექტორზე იმოქმედა.
ბანკები ბიზნესის გადარჩენაში უდიდეს როლს თამაშობენ, თუმცა ფინანსური ორგანიზაციების რესურსიც შეზღუდულია. ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას იქამდე შეძლებს, სანამ თავად არ აღმოჩნდება კრიზისში.
 

დამაიმედებელი პროგრესი

მიუხედავად ახალ რეალობაში არსებული სირთულეებისა, ირგვლივ დამაიმედებელი ამბებიც გვხვდება. ადამიანები განსაკუთრებით მზრუნველები გახდნენ და პრობლემის გადაწყვეტას ყველა ერთად ცდილობს, ზოგი 3D პრინტერზე სასუნთქი აპარატისთვის საჭირო სარქველებს ბეჭდავს, ზოგი კი რისკ ჯგუფებს პროდუქტებით უზრუნველყოფაში ეხმარება — ყველაფერი იცვლება.
აღსანიშნავია, რომ ბანკებს საკუთარი სერვისების გაციფრულებისთვის და თანამშრომლების დისტანციური სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივ პირობებში წლები ესაჭიროებათ ხოლმე.
"სამწუხაროა, რომ განვითარებისთვის ხშირად კრიზისული მდგომარეობა გვჭირდება". ახლა კი, როცა სრულმასშტაბიან კრიზისთან გვაქვს საქმე, ბანკების თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე რამდენიმე დღეში გადავიდნენ. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კრიზისის დროს ხდება შესაძლებელი.
 

გაციფრულების გამოწვევა

ფინანსური მომსახურება მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია — ამ დარგის ნებისმიერი ცვლილება ყველაფერზე ისახება.
ონლაინ დაკრედიტება ამჟამად ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა: ბანკები შემოსავალს სესხის გაცემით იღებენ, თუმცა იგივე სესხები მცირე ბიზნესს კრიზისის დაძლევაშიც ეხმარება. დაკრედიტების გარეშე ჩვენ სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირების მომსწრენი გავხდებით. ამის გათვალისწინებით, ბანკებს სესხის გაცემის პირობების რადიკალური ცვლილება ესაჭიროება. როცა ბანკს საპროცენტო განაკვეთის დასაკორექტირებლად თვეები სჭირდება, როგორი იქნება ამის პარალელურად გაციფრულების სტრატეგია?
 

ანგარიშის გახსნა

დიდი ხნის განმავლობაში ბანკში ანგარიშის გასახსნელად ფილიალში მისვლა აუცილებელი ნაბიჯი იყო. ახლა კი, თუ თქვენი ანგარიშის გახსნის პროცესი სრულად ციფრული არაა, მაშინ ანგარიშს უბრალოდ ვერ გახსნით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა თქვენი ოფისი დახურულია და შესაძლო საჭირო დოკუმენტაციის შევსება/დამუშავება შეუძლებელია.
 

საინფორმაციო მხარდაჭერა

მომხმარებლები, რომლებისთვისაც ციფრული მომსახურება უცხოა დახმარებას საჭიროებენ. უამრავ ადამიანს ციფრული სერვისების სარგებლობა არ მოსწონს და ურჩევნიან საქმე ადამიანთან დაიჭირონ. ასეთ დროს ციფრული მომსახურების გამარტივება და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ამ პრობლემის გადასაჭრელად.
 

ონლაინ გადახდებ

როცა ნაღდი ანგარიშსწორებას მსოფლიო ერიდება, აუცილებელია არსებობდეს გამართული ონლაინ ანგარიშსწორების პროცესი. გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა სასურველი პროდუქტის ინტერნეტიდან შეძენისას, ონლაინ გადახდის პროცესის გაუმართაობის გამო დანებდით? დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენების საკითხი.
შემოსავლის შემცირებისა და გადაუხდელი სესხების ზრდასთან ერთად ბანკები და სადაზღვეო კომპანიები რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ.
 

გაციფრულება და არა გადაწყობა

დღეს სწრაფი ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას რამდენიმე თვე სჭირდება, როგორ უნდა დაეწიოს ასეთი ფინანსური ორგანიზაცია ბაზრის მოთხოვნებს? მსხვილი ფინანსური ორგანიზაციების სტრატეგია ხშირად არ ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს.
როცა ვსაუბრობთ გაციფრულებაზე, საუბარია სრულიად ციფრულ მომსახურებაზე. ხშირად ფინანსური ორგანიზაციები "გაციფრულებას" უწოდებენ ციფრულ სერვისებს, რომლებიც ძველი სამუშაო პროცესების გაგრძელებაა და მხოლოდ ხარჯების ზრდას უწყობს ხელს.
                                     

ძვირადღირებული და მოძველებული პროცესები უკვე ვეღარ ჩაითვლება მუშაობის სტანდარტად. ციფრული ფინანსური მომსახურების არსებობა უკვე არა დამატებითი ზრდის, არამედ გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
უნდა წარმოიდგინოთ, რომ ყველა პროცესის თავიდან დალაგება გჭირდებათ. როგორი იქნება მომხმარებელთან მუშაობის, რისკის მართვის, გადახდების და ბუღალტრული აღრიცხვის პროცესები?
დიახ, ამჟამინდელი მდგომარეობა არა უბრალოდ გადაწყობას, არამედ ახალი, სრულად ციფრული პროცესების შექმნას მოითხოვს, დრო კი შეზღუდულია.

წყარო: www.next.on.ge 

ბლოგის სხვა თემები