BOG ფინტექის მხარდაჭერით Creative Touch Kazbegi-ი ჩატარდა
BOG ფინტექის მხარდაჭერით Creative Touch Kazbegi-ი ჩატარდა

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, 27-29 თებერვალს ყაზბეგში Creative Touch-ის ექსპერიმენტული ღონისძიება ჩატარდა - კრეათონისა და კონფერენციის ფორმატში.

სამი დღის განმავლობაში „ყაზბეგი რუმსი“ არაჩვეულებრივ, საინტერესო გარემოდ გარდაიქმნა და დაუვიწყარი გამოცდილება შესძინა გრაფიკულ დიზაინერებს, ფილმის მწარმოებლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, UX/UI დიზაინერებს, VR/AR დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებს, კონტენტის შემქმნელებსა და მარკეტერებს.

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები ისეთ კომპანიებს წარმოადგენდნენ, როგორიცაა: DreamWorks Animation, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertaiment, Boiler Room, Smashing Magazine, Radioaktive Film, Bank of Georgia და სხვა.

სპიკერებმა და მონაწილეებმა ერთად არაერთ შემოქმედებით პროექტზე იმუშავეს, მათ შორის, დოკუმენტურ ფილმზე, მოკლემეტრაჟიან ფილმზე, ფოტოპროექტებზე, ანიმაციურ ფილმზე, ილუსტრაციაზე, UI გადაწყვეტილებებსა და პერფორმანსებზე.

Creative Touch-ზე საქართველოს ბანკის UX დიზაინერებმა, ბაჩო ბარნაბიშვილმა და ლევან ამბოკაძემ წაიკითხეს ლექცია საქართველოში UI/UX დიზაინის community-ს განვითარების ისტორიის შესახებ და ასევე დამსწრეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს, თუ რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ იდეების ჩამოყალიბებისას, პროტოტიპების შექმნისა და ტესტირებისას.


„ვფიქრობ, რომ Touch-ი არის ისეთი პლატფორმა, სადაც დამსწრე ადამიანებს შეუძლიათ გაიზარდონ სწრაფად, დაიმუხტონ შემოქმედებითად, გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები, გაიცნონ ახალი ადამიანები და შეიძინონ პარტნიორები“, - ამბობს ბექა ქვარცხავა, Touch-ის დამფუძნებელი.

Touch-ის მიზანია, კრეატიულ სფეროში დასაქმებულებს დაეხმაროს ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში, იმისათვის რომ ისინი უფრო სწრაფად გაიზარდონ და ახალ მწვერვალებს მიაღწიონ, გააფართოონ თავიანთი შემოქმედებითი ბიზნესი, იპოვონ ახალი პარტნიორები და გუნდის წევრები.

TOUCH-ი და საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოში პროდუქტის დიზაინის გაუმჯობესებისთვის. ქვეყნის უდიდეს ბანკში UX/UI მომხმარებლებთან ურთიერთობის ცენტრალური რგოლია და, ამავდროულად, ბანკი დიზაინერების ახალ თაობას უწყობს ხელს.


ბლოგის სხვა თემები