iPay-ს ახალი გადახდის მეთოდი დაემატა
iPay-ს ახალი გადახდის მეთოდი დაემატა

iPay-ს გამოყენებით განვადებასთან ერთად უკვე შესაძლებელია Plus ქულებით გადახდაც, აღნიშნული სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია extra.ge-ზე. 

iPay მომხარებლებს სთავაზობს  სხვადასხვა ტიპის გადახდის შესაძლებლობას ერთ სივრცეში, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე ნებისმიერი სხვა ბანკის VISA, MasterCard, American Express ბარათებით. გადახდა ასევე შესაძლებელია ინტერნეტბანკის მონაცემების გამოყენებით. გადახდების არსებულ მეთოდებს უკვე დაემატა განვადების და Plus ქულების გადახდის ფუნქციონალი.

მომხმარებლებისთვის Plus ქულებით გადახდა ძალიან მარტივია, ამისათვის მათი მხრიდან ინტერნეტბანკის მონაცემებით მხოლოდ ავტორიზაციის გავლაა საჭირო, Plus-ებით გადახდის მეთოდის მონიშვნის შემდეგ კი გადაცვლის ქულებს სასურველ ნივთში.

iPay-ს ფუნქციონალის თქვენს ვებ გვერდზე ან პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩასაშენებლად ეწვიეთ ბმულს.

ბლოგის სხვა თემები