Optio.Ai ბაზისბანკს AI გადაწყვეტილებებით მოემსახურება
Optio.Ai ბაზისბანკს AI გადაწყვეტილებებით მოემსახურება



"გვიხარია, რომ შეგვიძლია დავაანონსოთ ბაზისბანკთან პარტნიორობის წამოწყება, რაც Optio.Ai-ს მიერ ბანკისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისების მიწოდებას გულისხმობს" - ვკითხულობთ Optio.Ai-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

Optio.Ai-მ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე მესამე ბანკთან შეძლო საპარტნიორო შეთანხმების დადება, რაც სტარტაპისათვის უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს. აღნიშნული სიახლე თავის მხრივ ეფექტს იქონებს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებაზეც.

ბაზისბანკი უკვე 25 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. 2012 წლიდან ბანკის ძირითადი შეარჰოლდერი Hualing Commerce, Industry & Trade (Group) არის, რომელმაც ბანკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება მოახდინა.


ბლოგის სხვა თემები