Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს
Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად საქართველოში არაერთი ონლაინ მაღაზია გაიხსნა. ასეთ მაღაზიებში მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სასურველი ნივთის შეძენა. სტარტაპების დიდი ნაწილი ბიზნესს სწორედ ონლაინ ვაჭრობით იწყებს, რადგან ელექტრონული მაღაზიის გახსნა მარტივია, თუმცა სრულყოფილ მაღაზიას გამართული და უსაფრთხო გადახდის სისტემა სჭირდება.

ქართული კომპანია Plug and Pay კარგად გამართულ პლაგინია, რომელიც ელექტრონულ მაღაზიებს ონლაინ გადახდის მოქნილი სისტემების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამ სისტემას იყენებენ თიბისი ბანკ, საქართველოს ბანკ და ქართუ ბანკ. პლაგინების საშუალებით მარტივად შეიძლება ონლაინ გადახდის სისტემის მიბმა ვორდპრესზე, ვუკომერსის (WooCommerce, ვორდპრესის პლაგინი ელექტრონული მაღაზიებისთვის) ელექტრონული კომერციის ჩადგმის გამოყენებით.



Plug and Pay-ს შესახებ მის დამფუძნებელს, სანდრო ძნელაძეს ვესაუბრეთ:


 საუბარი ელექტრონული კომერციის საკითხით დავიწყოთ. რამდენიმე წლის წინ ონლაინ მაღაზიის გახსნა არაერთ ბარიერთან იყო დაკავშირებული. რა პრობლემებს აწყდებოდნენ მსურველები?

 იმ დროისათვის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, არ არსებობდა და მაღაზიების მეპატრონეებს უხდებოდადიდი თანხის და დროის დახარჯვა ბაზისური ონლაინ მაღაზიის გაშვებისთვის.

დეველოპმენტში დიდი დრო და ფული იხარჯებოდა, შედეგი კი არასათანადო იყო.

ეს პრობლემები, დიდწილად, საქართველოში WooCommerce-ის პოპულარიზაციით მოგვარდა, თუმცა გადახდის ონლაინ მიღების მსურველებისთვის არ არსებობდა გამზადებული, მარტივი მეთოდი, რომლითაც ისინი შეძლებდნენ ბაზარზე სწრაფად, ნაკლები ხარვეზით და დანახარჯით საკუთარი პროდუქტის გაყიდვას. არ

არსებობდა პლაგინი, რომელიც WooCommerce-ს ჩვენ ბანკებთან დააკავშირებდა.

 

გვიამბეთ Plug and Pay-ს შესახებ, როგორ შეიქმნა ის და რა წვლილი შეიტანა ელექტრონული ვაჭრობის განვითარებაში?

 Plug and Pay დაიბადა, როგორც უფასო პლაგინი, რომელიც WooCommerce-ს და თიბისი ბანკს visa/mastercard მერჩანტის სისტემასთან აკავშირებ. პლაგინი ძალიან მალე გახდა პოპულარული. ხშირად სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში, რომლებიც ელექტრონულ კომერციას და დეველოპმენტს ეხება, ვხვდებოდით დადებით რეკომენდაციებსა და პოსტებს ჩვენ პლაგინის შესახებ. პოპულარობამ დაგვანახა ბაზარზე არსებული ნიშ და ჩვენც ამ ნიშის სრულად დაკავებას შევუდექით: თიბისის მოყვა პრემიუმ პლაგინი და საქართველოს ბანკის და ქართუს პლაგინები. ჩვენმა კომპანიამ საქართველოში ელექტრონული კომერცია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, რასაც, ვფიქრობ, ამ ინდუსტრიის ბუმიც მოყვა.

 

რას სთავაზობთ ელექტრონული მაღაზიის გახსნის მსურველებს? რატომ უნდა გამოიყენონ მათ თქვენი პლაგინები?

 კლიენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, უმოკლეს ვადაში საკუთარ მაღაზიაში მიიღონ Visa/Mastercard/Amex ბარათები და თანხა დაუჯდეთ მათთვის სასურველ ბანკში: (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ქართუ ბანკი). Plug and Pay-ს, როგორც მასებზე გათვლილი პლაგინის, უპირატესობა ის არის, რომ იტესტება ძალიან ბევრ მაღაზიაში, რაც ხარვეზების არსებობის რისკს ამცირებს. ახალი ფუნქციები, რომლებსაც კონკრეტული მაღაზია მოგვთხოვს, შემდგომ ყველასთვის ხელმისაწვდომია update-ის საშუალებით. გადახდის subscription მოდელი საშუალებას გვაძლევს, მუდმივად დავუთმოთ დრო ამ პროექტს და ფეხი ავუწყოთ მაღაზიების მფლობელების საჭიროებებს.

 

Plug and Pay-ს ფასიანი და უფასო ვერსიები არსებობს. რა უპირატესობები აქვს პრემიუმ ვერსიებს?

 უფასო პლაგინის საშუალებით თვეში მაქსიმუმ 10 ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი. ფასიან ვერსიას რამდენიმე უპირატესობა აქვს: არანაირი შეზღუდვები - ტრანზაქციების რაოდენობა შეუზღუდავია; გარდა ამისა, გვაქვს ტრანზაქციის სამი მეთოდი, ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა დამატებითი ფუნქციები.

 ვინ არიან თქვენი კლიენტები და რა ტიპის ტექნიკური მხარდაჭერით სარგებლობენ ისინი?

 ჩვენი კლიენტები არიან დიდი და პატარა მაღაზიები, გათვლილი ადგილობრივ და, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი ტექნიკური გუნდი მათ დახმარებას უწევს თავდაპირველ ინსტალაციაში, ბანკთან ურთიერთობის ტექნიკურ ნაწილში, აგრეთვე, პლაგინის სწორედ მოხმარებაში; პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში - მის

დროულად გამოსწორებასა და პლაგინის ახალი ვერსიის გაშვებაში.

 მომხმარებლებს ასევე სთავაზობთ სმს შეტყობინებების პლაგინს. რაში სჭირდება ბიზნესს ეს სერვისი?

 SMS პლაგინი ჩვენი ახალი პროდუქტია, რომელიც მაღაზიას კლიენტთან

კომუნიკაციაში ეხმარება, ის გათვლილია ქართულ მომხმარებელზე. სმს-ი ინტეგრირებულია ვუკომერსთან და გზავნება იმ შემთხვევაში, როცა კლიენტი ინტერაქციას აკეთებს საიტთან - მაგალითად, შესაძლებელია წარმატებული შეკვეთის დასტურის გაგზავნა სმს-ით. ასევე შესაძლებელია, მაღაზიის მეპატრონეს მიუვიდეს წარმატებული ტრანზაქციის შეტყობინება სმს-ით.

 თუ განვლი გზას დავაკვირდებით, 3 წელში Plug and Pay-მ მნიშნელოვან პროგრესს მიაღწია. რა გეგმები გაქვთ მომავალში?

 ელექტრონულ კომერციაში ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. საჭირო არაერთი ხელსაწყო მაღაზიის იდეალურად ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, გასაგზავნი ამანათის წონის, ზომის, მიმღების მისამართის მიხედვით ფასის დადგენა, ამანათის ტრეკინგი (კონკრეტული მომენტისათვის ამანათის ადგილმდებარეობის დადგენა) - ამ პლაგინზე საქართველოს ფოსტასთან ერთად ვმუშაობდით და უახლოეს მომავალში მას ჩვენ მაღაზიაში იხილავთ. გარდა ამისა, მზად გვაქვს თორმეტამდე ახალი პლაგინი, რომლებიც 2019 წლის მიწურულს გამოვა ბაზარზე.

ბლოგის სხვა თემები

Optio.ai - პირველი ქართული ფინტექი ხელოვნური ინტელექტის სფეროში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

eMoney - პირველი ელექტრონული საფულე საქართველოში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

CLP Hub - პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი