Optio.ai - პირველი ქართული ფინტექი ხელოვნური ინტელექტის სფეროში
Optio.ai - პირველი ქართული ფინტექი ხელოვნური ინტელექტის სფეროში

Optio.Ai ქართული სტარტაპია, რომელიც ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. ის შეიძლება, ამ სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ სტარტაპად მივიჩნიოთ.

Optio.Ai თავდაპირველად პირადი ფინანსების მართვის სისტემის შექმნით დაიწყო და დღეს უკვე ფინანსურ ინსტიტუტებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სთავაზობს.

 კომპანიის მიმართ ინეტერსი მზარდია და მათან უკვე წარმატებით თანამშრომლობენ ადგილობრივი ბანკები. კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი სამომავლო გეგმები, გარდა ქართული ბაზრისა, უცხოეთის საბანკო სექტორსაც უკავშირდება.

გვესაუბრებიან Optio.Ai- დამფუძნებლები, გიორგი მირზიკაშვილი და შოთა გიორგობიანი.

 საიდან იწყება თქვენი სტარტაპის ისტორია?

შოთა გიორგობიანი: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 4-5 წლის წინ გიორგის და მე საკუთარი ფინანსების მართვის პრობლემა გვაწუხებდა და შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა უცხოური ინსტრუმენტები არსებობდა ამ მიმართულებით. ასეთ ინსტრუმენტებს მივაგენით კიდეც, თუმცა ქართულ ბაზარს და საკუთარი ფინანსების მართვას ვერაფრით მოვარგეთ. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ თავადვე შეგვექმნა ფინანსების მართვის რაიმე კომფორტული მეთოდი.

ამას დაემთხვა GITA- მიერ გამოცხადებული კონკურსი, სადაც ჩვენმა სტარტაპმა 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, რამაც ჩვენს გეგმებზე გარდამტეხად იმოქმედა.

 პროდუქტის შექმნის საწყის ეტაპზე ვფიქრობდით, სწორება ახალგაზრდებზე აგვეღო და სწორე მათი ინსპირაციით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩეტბოტი, რომელთანაც შესაძლებელია მიმოწერის რეჟიმში კომუნიკაცია და რომელიც ზუსტ ინფორმაციას იძლევა, თუ სად, რომელ ობიექტზე რა რაოდენობის ფული დაიხარჯა და ასევე გეხმარება ბიუჯეტის დაგეგმვაში.

 როგორ განვითარდა თქვენი სტარტაპის ისტორია მისი დატესტვის შემდგომ?

გიორგი მირზიკაშვილი: ჩვენი სამიზნე თავიდანვე საერთაშორისო ბაზარი იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ჯერ ჩეხეთში გავემგზავრეთ, ხოლო შემდგომ - გერმანიაში, სადაც მსოფლიოში წამყვანი აქსელერატორებიან მოვიზიდეთ ინვესტიცია და გავიარეთ აქსელერაციის ინტენსიური პროცესი. სწორედ იქ დავინახეთ ნათლად, რომ პირადი ფინანსების მართვის პრობლემები, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ბანკის კლიენტებსაც ქონდათ და, სამწუხაროდ, იშვითად თუ რომელიმე ბანკი რეალურად სთავაზობდა მათ ამ პრობლემის ეფექტიანი გადაჭრის გზებს.

 უფრო დაწვრილებით გვიამბეთ თქვენი პროდუქტების ესახებ.

შოთა გიორგობიანი: ერთ-ერთი პროდუქტი ფინანსურ ინსტიტუებზე მორგებული ჩეტბოტია. მთავარი, რასაც ბოტი ამარტივებს, არის ის, რომ პირადი ფინანსების და წარსული ხარჯების შესახებ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის; ასევე ეხმარება მომხარებელებს მარტივი ბიუჯეტის შედგენაში. გარდა ამისა, შეუძლია შეასრულოს ინტერნეტბანკიგის და მობაილბანკინგის მსგავსი მომსახურებები საუბრის რეჟიმში; დაბოლოს, სწრაფად და მარტივად მოიძიოს ინფორმია მომხმარებლისთვის საინტერესო სხვადასხვა შეკითხვზე, როგორიც არის: სად შეიძლება მიაგნო უახლოეს ბანკომატს ან ინფორმაცია ბანკის პროდუქტების შესახებ.

კიდევ რა პროდუქტები გაქვთ შექმნილი ბანკებისათვის?

გიორგი რზიკაშვილი: პირადი ფინანსების მართვის თემაზე მუშობისას მიღებული გამოცდილებით შევქმენით რამდენიმე პროდუქტი; მათგან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ სხვა პროდუქტებსაც ეხმარება მუშაობაში, არის ფინანსური ტრანზაქიების კლასიფიკაციის პლატფორმა - Optio Discovery. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბანკებს კლიენტების ფინანსური ტრანზაქციის კატეგორიზაციაში ეხმარება. აღნიშული პროდუქტის ფუნქციონირების შედეგად ბანკის კლიენტები ხედავენ, თუ რომელ კატეგორიაში რა თანხას ხარჯავენ, რაც მათ ფინანსური რესურსების სწორად მართვაში ეხმარებათ, ხოლო ბანკები უკეთ შეიცნობენ საკუთარ კლიენტებს.

შოთა გიორგობიანი: Optio Discovery ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების დახმარებით ზუსტად აანალიზებს საბარათე თუ არასაბარათე ტრანზაქციებს. აღსანიშნავია, რომ არასაბარათე ტრანზაქციის შემთხვევაში (გადარიცხვა-ჩარიცხვა) ტრანზაქციის აღწერის მიხედვით ხდება მათი დახარისხება, რაც ინოვაციური მიდგომა არა მარტო ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც.

კიდევ ერთი პროდუქტი Optio Insight. ეს პროდუქტი, „დისქავერის იმპლემენტასთან ერთად, ბანკის მარკეტინგისა და გაყიდვების თანამშრომლებს საშუალებას აძლევს კომპლექსური ანგარიშები აწარმოონ და ზუსტი ინფორმაცია მიიღონ კონკრეტული მომხმარებლების სეგმენტის, ხარჯვითი ქცევის შესახებ, რაც შემდგომში კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების შემუშავებასა და მათ გაყიდვაში ეხმარებათ.

შოთა გიორგობიანი: ჩვენ სამომავლო გეგმებზე მოკლედ მოგახსენებთ: ამჟამად მხოლოდ ორი ბანკი მოიხმარს ჩვენს პროდუქტებს, თუმცა დაინტერესება ძალიან დიდია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. წლის ბოლოს გავაკეთებთ შეჯამებას და დავსვამთ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას, არის თუ არა ჩვენი გუნდი მზად იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტები საზღვარგარეთ გავიტანოთ გასაყიდად. ვგეგმავთ, რომ 2020 წელს უკვე პირველი უცხოური ბანკი გახდეს ჩვენი კლიენტი. ეს არ გახლავთ მხოლოდ ამბიციური განაცხადი, არამედ ამის თქმის ძალიან რეალური საფუძველი არსებობს. ენ ვართ მსოფლიოში სტარტაპების ერთ-ერთი უმსხვილესი და ალბათ ყველაზე წარმატებული ქსელის,ტექსტარისწევრი, რომელიც ჩვენი ინვესტორი და პარტნიორია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი გუნდისთვის მსოფლიო ბაზარზე არაერთი ბანკის კარი მარტივად გაიღება.

 

 

ბლოგის სხვა თემები

Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

eMoney - პირველი ელექტრონული საფულე საქართველოში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

CLP Hub - პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი