eMoney - პირველი ელექტრონული საფულე საქართველოში
eMoney - პირველი ელექტრონული საფულე საქართველოში

პირველი ელექტრონული საფულე eMoney ქართულ ვებსივრცეში 2007 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა. 20112012 წლებში კომპანია Smartex-მა eMoney ჯგუფის წილი - 74.9% შეიძინა, რის შემდეგაც კომპანია კიდევ უფრო წარმატებული გახდა და მისი მომხმარებლების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. Smartex-ი და მისი აქციონერები დღემდე აქტიურად არიან ჩართულები eMoney- სწრაფ ზრდასა და განვითარებაში.

 

eMoney არის პირველი და უმსხვილესი ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია. ელექტრონული საფულე სანდო და დაცულია, სწორედ ამიტომაა, რომ კომპანიას 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

eMoney- ისტორიაზე, ბაზარზე მის პოზიციასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის CEO-, ნიკა ყოლბაიას ვესაუბრეთ.

 

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, 2007 წელს საქართველო სუსტად განვითარებული იყო.



რატომ გადაწყვიტეთ eMoney- შექმნა, რა წინაპირობები და მოცემულობები არსებობდა ამისათვის?

 

2007 წელი საქართველოს ვებსივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ვებსაიტების მფლობელებს არ ჰქონდათ თავიანთი სერვისებისთვის მოსახერხებელი გადახდის სისტემის გამოყენების საშულება. ერთადერთი სანდო არხი იყო კომპანიის რეგისტრაცია, ბანკში ანგარიშის გახსნა და საბანკო ბარათებით გადახდების ინტეგრაცია. ეს საიტების მფლობელების უმრავლესობისთვის ძალიან რთული და მოუხერხებელი იყო. ამ ფონზე, 2007 წელს საქართველოში პირველად შემოვიდა სწრაფი გადახდის აპარატები, როგორიც არის OSMP და Nova. 2007 წელს პირველი PayBox-ები დაიდგა ქუჩებში. ბიზნესმენმა ნუგზარ ნებიერიძემ ამ არხების გამოყენებაში დიდი პოტენციალი დაინახა და საქართველოში ელექტრონული საფულის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მარტივად და მომენტალურად შეძლებდნენ ანგარიშსწორებას eMoney საფულით და PayBox-ებით. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ იდეამ გაამართლა და მოლოდინს გადააჭარბა კიდეც.

 

eMoney მრავალფუნქციური პლატფორმაა. კონკრეტულად რის საშუალებას აძლევს ის მომხმარებელს?

 

eMoney მულტისავალუტო ელექტრონული საფულეა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია:

თანხის გადარიცხვა 10-მდე ქართულ ბანკში;

თანხის კონვერტირება 7 ვალუტაში;

400-მდე გადახდის სერვისით სარგებლობა:

კომუნალური გადასახადების, კომუნიკაციისა და ინტერნეტის, მობილური ოპერატორების, ჯარიმების და მოსაკრებლების, ტრანსპორტირების და ლოგისტიკის, საფინანსო მომსახურების, დაზღვევის საფასურის გადახდა, ტოტალიზატორის ანგარიშის შევსება და მრავალი სხვა.

 

რა ხდის იმანის გამორჩეულს, რამდენად დაცულია მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია და როგორი უსაფრთხოების სისტემა გაქვთ კიბერთავდასხმის ასარიდებლად?

 

იმანის განსაკუთრებულობა მისი გამოცდილება, დაცული და უსაფრთხო სისტემაა. ის მუდმივად ზრუნავს, საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს ერთგულ მომხმარებლებს, მათი მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

კიბერუსაფრთხოება გამუდმებით მოითხოვს კონტროლს და ახალი დაცვის მექანიზმების დამატებას. ყოველ წელს ინტერნეტში ახალი ტიპის შემოტევები ფიქსირდება და ონლაინ სისტემა ვერ იქნება დაცული, თუ მუდმივად არ იზრუნებს ახალი დაცვის სისტემების დანერგვაზე. დაცვა, რომელიც დღეს საუკეთესოდ ითვლება, ხვალ უკვე მოძველებულია.

 

eMoney- გუნდი მუდმივად ცდილობს, ბოლო მოვლენებს მხარი აუბას და მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის. მუდმივად ვითარდება მონიტორინგის და კონტროლის სხვადასხვა სისტემა, მონაცემების შიფრაცია, წვდომების კონტროლი და რეაგირება სხვადასხვა ინციდენტზე.

 

თქვენი სერვისი უნივერსალურია, ის საზოგადოების ყველა ფენას სჭირდება. განვითარების

რა ეტაპები გაიარეთ და რა ეტაპზე ხართ ახლა? რამდენი ადამიანი სარგებლობს თქვენი

საფულით?

 

იმანი ბაზარზე შემოვიდა 2007 წელს, როდესაც ელექტრონული სერვისები უცხო იყო მრავალი მომხმარებლისთვის, რომლებიც უამრავ დროს ხარჯავდნენ ქვითრით ხელში რიგში დგომისას. 12 წლის განმავლობაში, ბუნებრივია, ამაღლდა მომხმარებლის ცნობიერება ამ მიმართულებით, რაშიც ჩვენც შევიტანეთ გარკვეული წვლილი ინოვაციური სერვისების რეგულარულად შეთავაზების გზით. შედეგად, აქტიური მოსახლეობის უმეტესობა ამჟამად ყოველდღიურად იყენებს ფინანსების მართვის ელექტრონულ ინსტრუმენტებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეისათვის იმანი მილიონობით ელექტრონულ საფულეს ემსახურება.

 

2018 წელს eMoney- შვილობილმა კომპანიამ, MyCoins-მა საქართველოში კრიპტოვალუტების პირველი პლატფორმა შექმნა - ვებგვერდი, რომელიც საშუალებას იძლევა, მართო კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდო, გაყიდო, გაგზავნო, მიიღო ან შეინახო სასურველი კრიპტოვალუტა.

 

რატომ გაიყო eMoney და MyCoins-ი? რა არის MyCoins.ge, რა მიზნით შეიქმნა ის და რაში გამოიყენება?

იმანი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო ისეთი ინოვაციური ბიზნესის დანერგვა, როგორიც არის კრიპტოვალუტები. როცა ბევრს არც კი გაეგო, რა იყო ბიტკოინი და კრიპტოვალუტა, იმანი უკვე ნათლად ხედავდა პოტენციალს ამ მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ძალზე წარმატებული გამოდგა, თუმცა

2018 წლის ივლისიდან საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აღარ აქვს უფლება, განახორციელოს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები. შესაბამისად, იმ მიზნით, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს კანონმდებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა კიდევ უფრო მარტივად და მოხერხებულად შეძლონ სასურველი კრიპტოოპერაციების განხორციელება, eMoney- კრიპტომოყვარულებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები შესთავაზა.

 

MyCoins.ge-ზე შეგიძლია იყიდო, გაყიდო, გაგზავნო, მიიღო და შეინახო 7 ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა: ბიტკოინი (BTC), ბიტკოინ ქეში (BCH), რიპლი (XRP), ეთრიუმი (ETH), დეში (DXS), ლაითკოინი (LTC) და ეოსი (EOS).

მობილური აპლიკაციით კი კრიპტოვალუტებით ვაჭრობა კიდევ უფრო მოსახერხებელია.

 

დამატებით, რა ფუნქციები აქვს პლატფორმას?

MyCoins.ge, სწრაფი ყიდვა-გაყიდვის გარდა, მომხმარებლებს თავაზობს ავტომატური ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების საშუალებას, რომელიც იდეალური ფუნქციონალია სასურველი მოგების დასაფიქსირებლად, რისკების დასაზღვევად და დროის დასაზოგად.

აქტივების სამართავად მომხმარებელისთვის შეიქმნა პორტფელის გვერდი, სადაც არაკრიპტო და კრიპტოაქტივები თითოეული კრიპტოვალუტის მიხედვით არის ჩაშლილი და კიდევ უფრო კომფორტულს ხდის საკუთარი კრიპტოვალუტების მართვას.

ეს იმ ფუნქციონალის არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოქნილს, მოთხოვნადს და დაცულს ხდის MyCoins.ge- მომსახურებას.

 

კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის სერვისის გარდა გაქვთ ბლოგიც. რაში ეხმარება ბლოგი მომხმარებელს?

 

MyCoins-ის ბლოგის ამოცანაა, მაქსიმალურად აუმაღლოს მომხმარებლებს კრიპტოვალუტების შესახებ ცოდნა და მუდამ ინფორმირებული ჰყავდეს ისინი კრიპტოსავალუტო ბაზარზე მიმდინარე სიახლეების შესახებ.

 

Blog.mycoins.ge- გამომწერების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, რაც კრიპტოსავალუტო სიახლეების და, შესაბამისად, კრიპტოვალუტების მიმართ დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს.

 

რა გეგმები გაქვთ და რას უნდა ველოდოთ წლის ბოლომდე?

MyCoins.ge დაარსების დღიდან მუდმივად მუშაობს და სთავაზობს მომხმარებლებს ახალ, მოთხოვნად და ინოვაციურ პროდუქტებს, შესაბამისად, ახალ წლამდე ის არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ, რასაც ჯერ საიდუმლოდ დავიტოვებთ.

 

ბლოგის სხვა თემები

Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

Optio.ai - პირველი ქართული ფინტექი ხელოვნური ინტელექტის სფეროში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

CLP Hub - პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი