TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია

Vitruvian Partners, Lone Pine და Lead Edge - ეს კომპანიები TransferWise-ის ახალი აქციონერები არიან.

TransferWise-ს 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად კომპანია ჯამში 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტრანზაქციებს ამუშავებს.

ახალი გარიგების შედეგად კომპანია ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია ევროპაში.

TransferWise-ი ფულადი გზავნილების კომპანიაა, რომელიც სახიფათო კონკურენციას უწევს თვით Western Union-ს. ახალი საინვესტიციო რაუნდის შემდეგ კომპანია ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპი გახდა - ის 3,5 მილიარდ დოლარად შეფასდა.

TransferWise-ი მომხმარებელს ფულის გადარიცხივისა და კონტროლის უფრო დაბალ საკომისიოს და მოქნილ, მარტივ ონლაინ პლატფორმას სთავაზობს. კომპანია იყენებს ახლებურ მიდგომას ბიზნესის იმ სფეროში, სადაც სტაბილურად დომინირებდნენ ისეთი გიგანტები, როგორიც Western Union-ი და MoneyGram-ია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო ვალუტის გადარიცხვის სერვისებისა და ბანკების მიერ შემუშავებული სისტემების (საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების) მეტი გამჭვირვალობა.

„8 წლის წინ ჩვენ გვქონდა ოცნება და, გარკვეულწილად, ამ ოცნებას მთელი მსოფლიო უპირისპირდებოდა, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ტაავეტ ჰინრიკუსი. - ჩვენ შევძელით, ერთი მხრივ, ნაბიჯ-ნაბიჯ ბიზნესის აშენება და, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა“.

TransferWise-ი ინვესტიციიდან შემოსულ თანხას საკუთარ ბალანსზე არ ათავსებს, ის შესაძლებლობას აძლევს თავის თანამშრომლებს და ძველ ინვესტორებს, გაყიდონ საკუთარი აქციების ნაწილი 292 მლნ დოლარის ოდენობის გარიგებაში.

ევროპულმა კერძო კაპიტალდაბანდების ჯგუფმა Vitruvian Patrners-მა და ამერიკულმა საინვესტიციო ფირმებმა - Lone Pine Capital-მა და Lead Edge Capital-მა არსებული ინვესტორებისგან შეიძინეს წილი, ხოლო ძველმა ინვესტორებმა - Andreessen Horowitz-მა და Baillie Gifford-მა საკუთარი წილი გაზარდეს. რაუნდში, აგრეთვე, შევიდა ინვესტიცია BlackRock-ისგან.

„ბოლო ორი წელია მომგებიანი კომპანია ვართ, - ამბობს ჰინრიკუსი, - ჩვენ გვაქვს დიდი ოდენობის თანხა ბალანსზე და კომპანიას ამჟამად არ სჭირდება ნაღდი ფული“.

2018 წლის მარტში ფისკალური წელი კომპანიამ 7,9 მილიონი დოლარის წმინდა მოგებით დაასრულა, ხოლო მისი წლიური შემოსავალი თითქმის გაორმაგდა და 117 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანია ყოველთვიურად აფორმებს კონტრაქტს 10 000 ახალ ბიზნესკლიენტთან. დღეისათვის TransferWise-ს 5 მილიონი კლიენტი ჰყავს, ყოველთვიურად კომპანია 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ტრანზაქციებს ამუშავებს.

ბოლო ფანდრაიზინგის შედეგად TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპი გახდა. კომპანიამ გაუსწრო ციფრული სესხების ბრიტანულ კომპანია OakNorth-ს, რომელიც 2.8 მილიარდ დოლარად ფასდება.

ჰინრიკუსის თქმით, კომპანიის მიზანი არ IPO-ზე გასვლა:

„გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, საჯარო კომპანია გავხდებით, თუმცა ეს უახლოეს წლებში მიზნების მიღწევაში ვერ დაგვეხმარება“.

ამჟამად კომპანია კონცენტრირებულია გაფართოებაზე. TransferWise-ში 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის უახლოეს მომავალში 750 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

წყარო:

https://cnb.cx/31um0rG

ბლოგის სხვა თემები

Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების...

გაიგე მეტი

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

გაიგე მეტი

ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?<

გაიგე მეტი