ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

ამ ლიცენზიებით ინტერნეტგიგანტებს შეუძლიათ ევროპაში მომხმარებლებს საგადახდო მომსახურებები შესთავაზონ, რაც მათი ბარათებით ფინანსური ოპერაციების წარმოების საშუალებას გულისხმობს.

არის თუ არა ეს პირველი ნაბიჯი ამ კომპანიების ბანკებად გარდაქმნის გზაზე?

2019 წლის იანვრიდან Google-ს უფლება აქვს ირლანდიაში იმოქმედოს, როგორც საგადახდო ინსტიტუტმა, და კორპორაციულ და ინდივიდუალურ კლიენტებს სერვისები შესთავაზოს. ეს არ არის ერთადერთი ნებართვა, რომელიც კომპანიამ მიიღო: 2018 წლის დეკემბერში Google-მა ლიეტუვაში მოიპოვა ელექტრონული ფულის წარმოების ლიცენზია, ხოლო ბრიტანეთში საგადახდო ინსტიტუტის ფუნქცია 2011 წლიდან აქვს შეთავსებული.

2017 წელს Facebook-მა ირლანდიაში ელექტრონული ფულის წარმოების ლიცენზია მიიღო, ხოლო „ამაზონმა“ანალოგიური ნებართვა ლუქსემბურგში მოიპოვა 2011 წლის მაისში. Alipay(როგორც ჩინური ციფრული კონგლომერატის, Alibaba-სნაწილი) გიგანტებს შორის უკანასკნელია, რომელმაც ასეთი ლიცენზია ლუქსემბურგში მიიღო.

რის საშუალებას აძლევს კომპანიებს ასეთი ლიცენზიები?

ამ ლიცენზიების საშუალებით მათთვის ხელმისაწვდომი ხდება საბანკო ბიზნესის სეგმენტი - საგადახდო სერვისები. როგორც საგადახდო ინსტიტუტებს, Google-ს,Amazon-ს, Facebook-ს და Alipay-ს შეუძლიათ მოხმარებლებს შესთავაზონ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, დებეტური ან საკრედიტო ბარათების გაცემა და მათი გადახდების მართვა.

ამ კომპანიებს არა აქვთ უფლება, მიიღონ დეპოზიტები კომპანიებისა და კერძო პირებისგან, ასევე, ისინი ვერ გასცემენ სესხებს იმ თანხის გამოყენებით, რომელიც კლიენტის ანგარიშზე ინახება.

ევროპის ახალი საგადახდო დირექტივის - PSD2-ის ამოქმედების შემდეგ, ასეთი ლიცენზიების მქონე კომპანიებს უფლება აქვთ, კლიენტებს საგადახდო ინიცირების სერვისი და ანგარიშების საერთო, აგრეგირებული ინფორმაცია შესთავაზონ.

ათასობით ელექტრონული საგადახდო და ელექტრონული ფულისი ნსტიტუცია ევროპაში

ეს ლიცენზიები ინვესტორებისთვის ევროპული საგადახდო ბაზრის კარს ხსნის. იმის მიუხედავად, რომელ ქვეყანაში მიიღო კომპანიამ ლიცენზია, მას შეუძლია სერვისები ევროპის მთლიან ეკონომიკურ ზონაში გაავრცელოს, აგრეთვე, შესაბამისი უწყებების ინფორმირების შემდეგ, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტეინშიც. ამ პროცესს passporting-ი ეწოდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას აღარ ესაჭიროება ცალ-ცალკე თითოეულ ქვეყანაში ავტორიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ევროკავშირში არ არსებობს მონაცემთა ცენტრალური ბაზა და ქვეყნები თავად წარმართავენ ამ პროცესებს. ევროკავშირის ზონაში რამდენიმე ათასი სახის ლიცენზია გაიცემა და მათი რიცხვი იმ კომპანიებთან ერთად იზრდება, რომლებსაც PSD2-ით სარგებლობა სურთ. BankingTech-ის შეფასებით, 2018 წელს ევროპის ქვეყნებში 700-ზე მეტი ასეთი ლიცენზია გაიცა იურიდიულ პირებზე.

მეტი კონკურენცია საბანკო ინდუსტრიაში

Google-ის და Facebook-ის დონის ახალი მოთამაშეები საგადახდო სერვისების სფეროში, ბუნებრივია, კონკურენციას ზრდიან, რადგან ამ კომპანიებს აქვთ შთამბეჭდავი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მომხმარებელთა უდიდესი ბაზა და შესაბამისი ეკოსისტემა საგადახდო სისტემების ინტეგრაციისთვის. ძველი კანონმდებლობითაც კი, საბანკო სექტორის არაწევრმა კომპანიებმა შეძლეს და ამ ბაზარზე სერიოზულ შედეგს მიაღწიეს. ახლა კი, PSD2 კანონმდებლობით, ახალი მოთამაშეების ინტერესი გაცილებით გაიზარდა, რადგან მათ შეუძლიათ TPP-ს („მესამე პარტიის მიმწოდებლები“) წესების თანახმად, სხვადასხვა ბანკის მომხმარებლებს შესთავაზონ პროდუქცია და ანგარიშების აგრეგაციაზე დაფუძნებული სერვისები.

„ახალ მოცემულობაში, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ტრადიციულმა ბანკებმა კლიენტებს გაუმჯობესებული „მომხმარებელთა გამოცდილება“ (UX) და სერვისები უნდა შესთავაზონ“, - ამბობს ედვარდ კორკორანი, BBVA-ს ციფრული რეგულაციების და ტრენდების გუნდის უფროსი ეკონომისტი.

BBVA-ს მსგავსი ბანკები უკვე მუშაობენ არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობებისა და ახალი სერვისების მიწოდებაზე. მაგალითად, BBVA-მ 2018 წელს აამოქმედა პროგრამა “Bconomy and one view”, რომლის ფარგლებშიც, მონაცემების აგრეგირების საშუალება ეძლევათ როგორც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე კერძო პირებს. ამ პროგრამით კლიენტები დაინახავენ საკუთარი ფინანსების მდგომარეობას და სრულფასოვან სურათს. უკვე ბანკის 100 000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო ამ პროგრამაში BBVA-ს აპლიკაციის გამოყენებით.

წყარო:

https://www.bbva.com/en/internet-giants-eye-up-the-banking-business/

ბლოგის სხვა თემები

Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების...

გაიგე მეტი

ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?<

გაიგე მეტი

TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია

TransferWise-ს 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად კომპანია ჯამში 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტრანზაქციებს ამუშავებს.

გაიგე მეტი