Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს
Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების „მკვლელებად“ მოიხსენიებენ.

Apple Pay-სთან ინტეგრირებული საკრედიტო ბარათის შესახებ 25 მარტს გახდა ცნობილი.

ბარათის მისაღებად მომხმარებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საკუთარი iPhone-ის გამოყენებით. თანხმობის მიღების შემდეგ მათ მყისიერად შეეძლებათ ბარათით სარგებლობა. Apple Wallet-ი მომხმარებლებს ტრანზაქციებისა და მოახლოებული გადასახადების შესახებ შეატყობინებს.

კომპანია Goldman Sachs-სა და Mastercard-თან პარტნიორობს და ვირტუალური ბარათის გარდა ფიზიკურ, ტიტანისგან დამზადებულ ბარათსაც გამოუშვებს (ტრანზაქციებზე პასუხისმგებელი კომპანია Mastercard-ი იქნება).

Mastercard-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ამერიკაში, კრეიგ ვოსბურგმა განაცხადა, რომ ეს ბარათი ციფრული ეპოქისთვის შეიქმნა. მისი თქმით, საერთო პროექტის ბირთვს წარმოადგენს Mastercard-ის ტოკენ სერვისი და M Chip ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს მოწყობილობებში ბარათს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოვლენის გარეშე ათავსებენ.

Mastercard-მატოკენ სერვისები Apple Pay-ში 2014 წელს დაამკვიდრა. 2018 წელს კომპანიაში განაცხადეს სტრატეგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ჩათვლით, ტოკენ სერვისებით ყველა ბარათი უნდა აღიჭურვოს.

ვირტუალური ბარათით სარგებლობისას ყოველდღიურად დაგიბრუნდებათ დახარჯული თანხის 2%, ფიზიკური ბარათით სარგებლობის დროს კი „ქეშბექი“ 1%-ს შეადგენს.

ბარათის მომხმარებლებს არ დაეკისრებათ საკომისიო საერთაშორისო გადარიცხვებზე, ჯარიმა დაგვიანებულ გადახდებზე და საჯარიმო (დეფოლტური) განაკვეთი. ბარათს არ დასჭირდება სტანდარტული ნომერი, მომხმარებლის ხელმოწერა და CVV კოდები -ეს ინფორმაცია საფულის აპლიკაციაში იქნება შენახული.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ბარათის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ჩვენ ყველას გვჭირდება საკრედიტო ბარათები, თუმცა მათი გარკვეული ასპექტები შეიძლება გაცილებით უკეთესი გახდეს“.

აღსანიშნავია, რომ ბარათის გამოშვება Apple Pay-ს არც თუ ისე წარმატებულ შედეგს მოჰყვა, თუმცა ექსპერტები მას საპირისპიროს უწინასწარმეტყველებდნენ. Apple Pay-ს სერვისით iPhone-ის მომხმარებელთა მესამედზე ნაკლებს თუ უსარგებლია ერთხელ ან მეტჯერ.

„გოლდმანთან “თანამშრომლობა ადასტურებს იმინფორმაციას, რომ კომპანიას სურს გააფართოოს თავისი აუდიტორია და საკუთარი სერვისები არა მხოლოდ შეძლებულ მომხმარებლებს და კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზოს.

წყარო:

https://www.pymnts.com/news/payment-methods/2019/apple-card-credit-virtual-wallet-app/

ბლოგის სხვა თემები

საგადასახადო უწყისების ინტეგრაცია ფინტექ კომპანიებისა და ნეობანკებისთვის

მრავალი კომპანია, რომელიც ერთი იდეის განხორციელებაზე იწყებს მუშაობას, პროცესშივე ხვდება, რომ სრულიად განსხვავებულ იდეაზე უნდა გადაერთოს. ამის თვალსაჩინო მაგალითია MMORPG ჟანრის თამაშების შემქმნელი სტუდია Tini Speck, რომლისთვისაც გუნდის საკომუნიკაციო პლატფორმის არარსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

გაიგე მეტი

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

გაიგე მეტი

ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?<

გაიგე მეტი