650 000 - ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

სტარტაპერების თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

პროგრამის მეშვეობით, ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური, ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

დაფინანსებული პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 24 თვეა, გრანტის მოცულობა - 150 000-დან 650 000 ლარამდე. კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მლნ. ლარს.

განაცხადის შევსება შესაძლებელია: www.grants.gov.ge/ka

ბლოგის სხვა თემები

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე Startup Grind-ზე

გაიგე მეტი