რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს ხოლმე. სწორედ ამის გამარტივებას უწყობს ხელს Messenger-ის ახალი, გადასახადების გაყოფის ფუნქცია, რომლის შესახებაც Meta-მ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. 

როგორც ცნობილია, კომპანიამ ფუნქციის ტესტირება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. სწორედ იმიტომ, რომ მესენჯერს ჯგუფური აქტივობების დასაგეგმად აქტიურად იყენებენ, კომპანიის აზრით, გადასახადების გაყოფა „სწრაფი და უფასო“ ხერხია საიმისოდ, რომ ფინანსური საკითხებიც ამავე სივრცეში მოგვარდეს. 

და მაინც, როგორ მუშაობს გადასახადების გაყოფის ფუნქცია?

პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა, შექმნათ ჯგუფი და ყველა გადამხდელი აქ გააერთიანოთ. შემდეგ უკვე მესენჯერის ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ „+“ ღილაკს ან ჯგუფის სახელს დააჭიროთ. ამის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ „Split Payments“ ფუნქცია, რომელიც „Get Started“, ანუ პროცესის დაწყებას შემოგთავაზებთ. 

შემდეგი ნაბიჯი თანხის მითითება და მისი გაყოფაა - ამ მომენტში უკვე აირჩევთ, ვისთან გსურთ გაყოფა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის კონკრეტული წევრი გამორიცხოთ, მათ შორის, საკუთარი თავიც. Split Payments-ის ფუნქცია თანხას თანაბრად გაყოფს, თუმცა, თუკი რომელიმე ჯგუფის წევრს უფრო მეტი აქვს გადასახდელი, ამის მითითება თავისუფლად შეგიძლიათ. 

ბოლო ნაბიჯი კი გადახდის საშუალებების მონაცემების შეყვანაა, რათა ტრანზაქციები განხორციელდეს. 

ამ ეტაპზე გადასახადების გაყოფის ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაა ხელმისაწვდომი როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის და ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის გახდება შესაძლებელი მისით სარგებლობა სხვა ქვეყნებში. 


ბლოგის სხვა თემები

Ambry - სტარტაპი, რომელიც კრიპტოვალუტის სანდოობას უზრუნველყოფს

კრიპტოვალუტა - ეს ის თემაა, რომელიც დღითი დღე სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც მსოფლიოში, ისე - საქართველოში. ეს ციფრული ვალუტა კი შედარებით მეტ უსაფრთხოებას და გარანტიებს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული ფულის ფორმა. სწორედ ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რამდენიმე თვის წინ Ambry შეიქმნა. იმის შესახებ, თუ რა არის მისი მისია, რა პრობლემას წყვეტს და როგორ აპირებს საქმიანობის განვითარებას Ambry, სტარტაპის თანადამფუძნებელი, ლუკა ლომსაძე გვიყვება:

გაიგე მეტი

ფინტექ პროგნოზები 2022 წლისთვის

ხელოვნური ინტელექტის ფინანსურ ინსტიტუტებში ინტეგრირება არც თუ ისე მარტივად ხდებოდა პანდემიამდე. თუმცა, სახლში ყოფნის აუცილებლობამ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. ფინანსური ინსტიტუტები და მათი პარტნიორები ვალდებულები გახდნენ, საბანკო სერვისების ავტომატიზირებაზე ეზრუნათ და ისინი მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული გაეხადათ.

გაიგე მეტი

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა დაახლოებით 5 წლის წინ შექმნეს

გაიგე მეტი

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×