თამაზ გეორგაძე Startup Grind-ზე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 23 მარტს გაიმართა Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველი დამფუძნებლის, თამაზ გეორგაძის მონაწილეობით. მან მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც 178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით. სპიკერმა ისაუბრა. თუ როგორ შეძლო 2013 წელს გერმანიაში დაფუძნებულმა პლატფორმამ 4 მილიარდ დოლარამდე ტრანზაქციის განხორციელება და მომხმარებლის მოზიდვა ევროპის 31 ქვეყნიდან. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო, საგამოფენო ნაწილში კი 10-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ბანკი სტრატეგიულ მიზნად ისახავს საქართველოში ფინტექ მიმართულების განვითარებას. სწორედ ამიტომ, BOG Fintech თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Startup Grind Tbilisi, Google Developers Group, Data Science Tbilisi და Product Tank Tbilisi.

ბლოგის სხვა თემები

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

გაიგე მეტი

650 000 - ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

გაიგე მეტი