დეკემბრის ფინტექ სიახლეები

მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული ქვეყნები აგრძელებენ ფინტექ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებას. 2021 წელს ამ მიმართულებით გამორჩეული სინგაპური იყო, სადაც ჯამურად ფინანსურ ტექნოლოგიებში ინვესტირებულმა თანხამ $3 მილიარდი შეადგინა. შედეგად ქვეყანა ფინტექებისთვის ერთ-ერთ უმსხვილესი ვენჩურული ფონდების თავშესაყარი გახდა. სინგაპურის გარდა დაფინანსება გაზრდილია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. Tech Crunch-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად აზიის შედარებით მცირე სახელმწიფოები ლიდერობენ, რაც მოსახლეობის ინოვაციების მიმართ მაღალ მიმღებლობას უკავშირდება.

დიდ ბრიტანეთში ღია ბანკის წესებში ცვლილება შევიდა. Verdict-ის ინფორმაციით, აქამდე ე.წ "90 დღიანი წესები" მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს მონაცემებზე წვდომა ყოველ 90 დღეში უნდა განეხორციელებინა. ცვლილების შედეგად ფინტექის user-ებს მხოლოდ 1-ხელ დასჭირდებათ ინფორმაციაზე წვდომის ნებართვის გაცემა.

LSEG (The London Stock Exchange Group)-მა ფინანსური სერვისების პროვაიდერი Quantile Group $364 მილიონად შეიძინა. Fintech News-ის მიხედვით, შერწყმა საბოლოოდ 2022 წელს დასრულდება. კომპანიის განცხადების მიხედვით, Quantile Group-ის ტექნოლოგიის დახმარებით ე.წ Post Trade რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. Quantile ამჟამად ბანკებს, ჰეჯ ფონდებსა და საფინანსო ინსტიტუტებს უწევს სერვისს. 2015 წელს შექმნილი კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სტივენ ო'კონორია.

Klarna და GoCardless პარტნიორები გახდნენ. თანამშრომლობის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე 21 მილიონამდე მომხმარებელი Klarna-ს სერვისს საკრედიტო ბარათის მეშვეობით გამოიყენებს. GoCardless გადახდის 4 სხვადასხვა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს. Fintechnews-ის მიხედვით GoCardless აშშ-ის ბაზარზე 2019 წელს შევიდა, კომპანია გეგმავს, რომ გუნდის წევრების რაოდენობა ამერიკის ბაზარზე 125%-ით გაზარდოს.

ინდური ფინტექის, Razorpay-ს საბაზრო ღირებულებამ $7.5 მილიარდს მიაღწია. TechCrunch-ის მიხედვით სტარტაპი გადახდების პროცესების მართვაში ლიდერია ინდოეთის ბაზარზე. ჯამში კომპანიის მიერ მოზიდული ინვესტიცია უკვე $375 მილიონს აჭარბებს. არსებული ინვესტორების სიაში კი შემდეგი ორგანიზაციები შედიან: Tiger Global, Sequoia Capital India, GIC და Y Combinator. ამჟამად Razorpay მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც საერთაშორისო გადახდებშიც იღებს მონაწილეობას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადარიცხვები 90-ზე მეტ ვალუტაში განახორციელოს.




ბლოგის სხვა თემები

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა დაახლოებით 5 წლის წინ შექმნეს

გაიგე მეტი

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია მიიღოს ახალი Business Checking ანგარიში სულ მცირე 10 წუთში. მხოლოდ აპლიკაციისთვის განკუთვნილ ანგარიშს მოჰყვება სადებეტო ბარათი ონლაინ და ბანკომატის განაღდება MoneyPass ქსელის მეშვეობით.

გაიგე მეტი

Theneo - API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი ბაზარი ყოველწლიურად მზარდია და იმ კომპანიების რაოდენობაც მატულობს, ვისაც მსგავსი სერვისები სჭირდება

გაიგე მეტი

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×