კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

სტარტაპმა „კნიკი“ საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრებინა. კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა დაახლოებით 5 წლის წინ შექმნეს. მისი  გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციით შეგიძლიათ, მათ შორის: უკონტაქტო გადახდებში საკრედიტო ბარათის ნაცვლად, Tesla-ს ავტომობილის გაღებაში და ა.შ. ის უკვე გახდა ინოვაციების მოყვარული ადამიანების  საყვარელი ნივთი. იმ შემთხვევაში თუ სმარტფონის ელემენტმა გიმტყუნათ ან სხვა სახის მოწყობილობა თან არ გაქვთ, შეგიძლიათ აუთენტიფიკაციაში დახმარებისთვის „კნიკის“ ბეჭედს მიმართოთ. 

პროდუქტის პირველი პროტოტიპის შექმნიდან რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიის დამფუძნებლებმა საბოლოოდ პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა გადაწყვიტეს და წარმატებასაც მიაღწიეს. „კნიკის“ ბეჭედი წარმატებით იყიდება აშშ-ში და მისი ფუნქციონალი უკვე ევროპის ბაზარზეც ამოქმედდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, დავით კვიციანი გვიყვება, მთავარი ბაზრები გერმანია, შვედეთი და რუსეთია. აქ არსებული უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციები უკვე „კნიკის“ პარტნიორები არიან, შესაბამისად მათი კლიენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებენ უკონტაქტო გადახდებს ბეჭდის დახმარებით. 

„სექტემბრიდან „კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეც გაეშვა. ჩვენი პარტნიორი პროვაიდერი კომპანია Fidesmo-ა, რომლის დახმარებითაც სერვისი ტოკენიზაციის პრინციპით გავააქტიურეთ. მანამდე გარკვეული პროცედურებიც გავიარეთ, Master Card-ისგან მივიღეთ ნებართვა რის შედეგადაც ჩვენმა ბეჭედმა საგადახდო ფუნქცია შეიძინა. ბარათის მიბმა ჩვენივე ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი, რისი გააქტიურების შემდეგაც ნებისმიერ სახის უკონტაქტო გადახდებს შეასრულებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“ - ამბობს დავითი

მისი თქმით, ბეჭდის რეალიზაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამჟამად მარკეტინგული კამპანიისთვის ემზადებიან, რათა „კნიკის“ ცნობადობა სამიზნე აუდიტორიაში გაიზარდოს.

„ახლა მარკეტინგული კამპანიის მომზადების აქტიურ ფაზაში ვართ. ვაპირებთ გერმანიის, შვედეთისა და რუსეთის ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი. სამივე ქვეყანაში პარტნიორ ბანკებთან ერთად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. ვფიქრობთ, რომ მათი დახმარებით მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მოლოდინები ძალიან პოზიტიური გვაქვს და სწრაფ ზრდას ველოდებით.“ - გვიყვება დავითი

აქამდე „კნიკის“ ძირითადი ყურადღება აშშ-ის ბაზარარზე იყო გადატანილი, სადაც კომპანია ისეთ ბეჭედს ყიდის, რომელსაც Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცია აქვს. როგორც სტარტაპის დამფუძნებლები გვიყვებიან, არსებული პროდუქტი ამერიკის ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და რამდენიმე ათეულ ათასი ერთეული უკვე გაყიდულია. ამჟამად, ამ ფუნქციის ინტეგრირება ევროპის ბაზარზეც მიმდინარეობს, შესაბამისად, „კნიკის“ ბეჭედი გადახდებთან ერთად ავტომობილის გაღების ფუნქციასაც შეითავსებს. მათი თქმით, კომპანია სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული და სამომავლოდ არაერთი ბაზრის დამატებაც განიხილება. მსურველებს ბეჭდის შეძენა Amazon.com-ზე და კომპანიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ, პროდუქტის ღირებულება კი 100-დან 150 ევრომდე მერყეობს. 

„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად, მილენიალები არიან. Tesla-ს მფლობელებიც საზღვარგარეთ, ძირითადად Early Adopter-ებს წარმოადგენენ. ვფიქრობთ, რომ ევროპაშიც დაახლოებით ამ ასაკის ადამიანებს დავაინტერესებთ. გარდა ამისა, სტუდენტებისთვისაც გვექნება საინტერესო შეთავაზებები, თუმცა აუცილებლად დავტესტავთ სხვადასხვა ახალ სეგმენტს. ფასი ევროპის ბაზრისთვის საკმაოდ მისაღებია, ამიტომ გვაქვს პოტენციალი დიდ აუდიტორიასაც მივწვდეთ.“ - ამბობს დავითი.

მისი თქმით, „კნიკის“ ბეჭდით საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ, რადგან არაერთ ქვეყანაში მეტროსა და ავტობუსებს საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციაც დაემატა. ამჟამად შვედეთსა და რუსეთში მსგავსი სერვისი უკვე ხელმისაწვდომია, უახლოეს პერიოდში კი გერმანიაშიც ამოქმედდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 



ბლოგის სხვა თემები

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია მიიღოს ახალი Business Checking ანგარიში სულ მცირე 10 წუთში. მხოლოდ აპლიკაციისთვის განკუთვნილ ანგარიშს მოჰყვება სადებეტო ბარათი ონლაინ და ბანკომატის განაღდება MoneyPass ქსელის მეშვეობით.

გაიგე მეტი

Theneo - API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი ბაზარი ყოველწლიურად მზარდია და იმ კომპანიების რაოდენობაც მატულობს, ვისაც მსგავსი სერვისები სჭირდება

გაიგე მეტი

Facebook-ი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს

Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს, რომლებიც ციფრულ ვალუტებთანაა დაკავშირებული.

გაიგე მეტი

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×