Catapult Ventures-ი ქართულ სტარტაპებში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "კატაპულტ ჯორჯიას" შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. ამის შესახებ GITA იტყობინება. სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

"კატაპულტის" დამფუძნებელისა და მმართველმა პარტნიორის, ჯონათან თაუერის თქმით, ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

"კატაპულტი" არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონ ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტიცია ჩადებული აქვთ 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და სხვებს, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან "სტარტაპ გრაინდ თბილისი" და US Market Access Center.


ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×