Facebook-ი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს

Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს, რომლებიც ციფრულ ვალუტებთანაა დაკავშირებული.

ოთხშაბათს მარკუსმა განაცხადა, რომ Novi, ციფრული ვალუტების საფულე Facebook-ის აპლიკაციაში ინტეგრირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ Novi-ს აქვს ყველა საჭირო დაცული ლიცენზია, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა შტატში დაშვებულია მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

 

Facebook-ის ციფრული საფულე მომგებიანი იქნება გამყიდველებისთვის. დევიდის თქმით, ისინი მომხმარებლებს ერთმანეთს შორის უფასო გადარიცხვებს შესთავაზებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დედამიწის სხვა წერტილებშიც. მისი აზრით, Facebook-ი გახდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე საგადახდო ინდუსტრიაში.

Facebook-ს არ დაუსახელებია კონკრეტული დრო თუ როდის უნდა ველოდოთ ამ განახლებას. ასევე უცნობია თუ რა ციფრულ ვალუტებს მიიღებს საფულე. ასევე არ ვიცით, იქნება ეს სტაბილური კოინები თუ სხვა ტიპის კრიპტოვალუტებით სარგებლობასაც შევძლებთ.

Facebook-ის ფინანსური განყოფილების ამჟამინდელი უფროსი, დევიდ მარკუსი 2019 წელს შექმნილი ციფრული ვალუტის, Diem-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიცაა. სავარაუდოდ, ფეისბუქის ციფრულ საფულეში, საწყის ეტაპზე, სწორედ ამ ვალუტის მიმოქცევა იქნება დაშვებული. მის პროექტს 26 ბიზნესი უმაგრებს ზურგს, მათ შორის ფეისბუქიც. სწორედ Diem კოინების შესახანად შეიქმნა Novi საფულეც.

წყარო: Financial Times

ბლოგის სხვა თემები

American Express-მა ბიზნესებისთვის საბანკო ანგარიში გახსნა

American Express-მა ჩაუშვა ციფრული გამშვები ანგარიში ბიზნესისთვის და გამოუშვა თავისი პირველი სადებეტო ბარათი, როგორც პაკეტის ნაწილი. ახლა აშშ-ის მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია მიიღოს ახალი Business Checking ანგარიში სულ მცირე 10 წუთში. მხოლოდ აპლიკაციისთვის განკუთვნილ ანგარიშს მოჰყვება სადებეტო ბარათი ონლაინ და ბანკომატის განაღდება MoneyPass ქსელის მეშვეობით.

გაიგე მეტი

Theneo - API დოკუმენტაციის შემქმნელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სერვისების გაციფრულებასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული გახდა API სერვისები, რომელიც კომპანიებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ფუნქციონალის ჩაშენებაში ეხმარება. მისი ბაზარი ყოველწლიურად მზარდია და იმ კომპანიების რაოდენობაც მატულობს, ვისაც მსგავსი სერვისები სჭირდება

გაიგე მეტი

3 მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც გადახდების ინდუსტრია დგას

ინდუსტრიების უმეტესობა ახალ და საკმაოდ რთულ პრობლემებს შეეჩეხა. გამონაკლისი არც გადახდების ინდუსტრია აღმოჩნდა. დღეს სამ ისეთ გამოწვევაზე ვისაუბრებთ, რომელთა წინაშეც გადახდების ინდუსტრია დადგა და მათი გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გაიგე მეტი

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×