უკან 100,000 ლარი გრანტი Optio Discovery-სთვის

ქართულმა ფინტექ კომპანიამ, Optio.Ai-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 100,000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სულ 20 ტექნოლოგიური სტარტაპი დაფინანსდა. მონაწილეთა შერჩევა საერთაშორისო წარმომადგენლობის სპეციალური ჟიურის მიერ, ტრენინგებისა და საინვესტიციო პრეზენტაციების შემდეგ მოხდა. პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა

Optio.Ai გრანტის საშუალებით განავითარებს ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას „Optio Discovery“, რომელიც საცალო საბანკო ტრანზაქციების ანალიზს და კატეგორიზაციას ახდენს.

წყარო: http://www.optio.ai/index.php/2019/02/25/optio_winner_gita_2019/?fbclid=IwAR2379LS-uPQUTHJVIKodw4HHf33WuloV4k4OiNQjCHXCR1v7y5DGwBMcCI