FinRise - აქსელერაციის პროგრამა Plaid-ისგან
ფინტექ გიგანტმა, Plaid-მა, თავისი ახალი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ახალი ნაკადის სია დაასახელა. Plaid-ის ახალ აქსელერაციის პროგრამას FinRise ჰქვია, რომლის ფარგლებშიც ასი კონკურსანტიდან ხუთი ფინტექ სტარტაპი შეირჩა. შერჩეული ფინტექები გადახდების და კრედიტზე წვდომის გამარტივების კუთხით მუშაობენ.


გავრცელებული ინფორმაციით, Plaid ახალ ფინანსურ შეთანხმებასთან არის ახლოს, რითაც კომპანიის ღირებულება 10 მილიარი დოლარიდან, 15 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, Plaid ის კომპანიაა, რომელიც ახალბედა სტარტაპებს აქტიურად ეხმარება. სწორედ ამის ნაწილი იქნება FinRise, რომელიც ფინტექ სტარტაპებს ბევრ რამეში დაეხმარება. აქსელერაციის ფარგლებში სტარტაპებს სხვდასხვა ინვესტორები შეხვდებიან და განიხილება დიდი ფულადი ინვესტიციებიც.


5 შერჩეული სტარტაპი


Global Data Consortium — ეს სტარტაპი ბიზნესისთვის ციფრული ვერიფიკაციის გასამარტივებელ ტექნოლოგიაზე მუშაობს. სტარტაპი ქმნის მონაცემების ბაზას, რომელიც 200-ზე მეტ წყაროს ეყრდნობა. ეს ბაზა კომპანიებს ციფრული იდენტიფიცირების პროცესს გაუმარტივებს.


Guidefi — ეს არის ბაზარი, რომელიც ფოკუსირებულია ფინანსურ რჩევებზე და კომუნიკაციაზე.


OfColor — სტარტაპი ყურადღებას ამახვილებს ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა პერსონალური ფინანსური მენეჯერი. ასევე, გასცემს პერსონალურ რეკომენდაციებს მათთვის, ვინც ფინანსების კუთხით არის დაინტერესებული.


Walnut — ეს არის სარეალიზაციო სესხის გამცემი პლატფორმა, რომელსაც სურს ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.


Zeta — სტარტაპი ფოკუსირებულია საბანკო მომსახურების დახვეწაზე. ის ცდილობს მომხმარებელს ბანკთან ურთიერთობა გაუმარტივოს. Zeta-მ უკვე 1.5 მილიონი დოლარი მოიზიდა, რათა შექმნას პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მომსახურების მიღებას გაუადვილებს.

წყარო: www.next.on.ge
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×