თბილისი Startup Grind Global-ს უმასპინძლებს

Startup Grind - ის საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს.

სან ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას კვალდაკვალ საქართველო ყოველწლიურად სტარტაპ გრაინდის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

გუგლის კამპუსში, სილიკონ ველიზე, (აშშ, სან-ფრანცისკო) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, Startup Grind- ის დამფუძნებელმა დერეკ ანდერსენმა და Startup Grind - ის წარმომადგენელმა საქართველოში კოლინ დონაჰუმ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს აშშ - ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძეც ესწრებოდა.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს. ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიო მასშტაბით სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.

სტარტაპ გრაინდის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში ჩატარებით, ჩვენს ქვეყანას უნიკალური და უპრეცედენტო შესაძლებლობა ეძლევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა და მისი მხარდამჭერი ქ. თბილისის მერია იქნება. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000 - ზე მეტი სტუმარი დაესწრება, Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს მაღალი კლასის სპიკერებსა და საერთაშორისო მონაწილეებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონალური სტარტაპების, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მთავარი მოთამაშეების საქართველოში ჩამოსვლასა და ოპერირებას.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები და ინიციატივები კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

ბლოგის სხვა თემები

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

გაიგე მეტი

650 000 - ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

გაიგე მეტი