ერთი ბიტკოინის ფასმა $34 000-ს მიაღწია
ერთი ბიტკოინის ფასმა $34 000-ს მიაღწია
ბედნიერი ახალი წელი გამოდგა ბიტკოინის მფლობელებისთვის, კვირას ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 34 000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters წერს. კრიპტოვალუტამ ახალ წელს აღმავალი კურსი შეინარჩუნა, 2 იანვარს კი ბიტკოინის ღირებულების ისტორიული რეკორდი დამყარდა — ერთი ბიტკოინის ფასი 30 000 დოლარზე მეტი გახდა.
4 იანვრის მონაცემებით, ერთი ბიტკოინის გაცვლითი ღირებულება 102 825 ლარია. პანდემიამ და ინსტიტუციონალურმა ინვესტორთა აქტივობამ ბაზარზე, ბიტკონის ფასის სწრაფი ზრდა გამოიწვია. 2020 წელს ვალუტა გაიზარდა 300%-ით, დეკემბერში კი დაამყარა მისი წინა რეკორდული ღირებულება $20 000.

მკვეთრ ზრდას ხელს უწყობს ფედერალური სარეზერვო სისტემის სტიმულირების მცდელობა, რომლის შედეგადაც ინვესტორები ბიტკოინზე დიდ ფსონებს დებენ და იმედებს ამყარებენ. მზარდმა ფასმა გამოიწვია შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბიტკოინის ღირებულების სწრაფი ზრდის შემდეგ, როგორც ეს მოხდა სამი წლის წინ, ღირებულება დაეცემა მალევე.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები