კომპანია Stripe აზიაში გაფართოებას იწყებს
კომპანია Stripe აზიაში გაფართოებას იწყებს
საგადასახადო კომპანია Stripe-მა აზიის ბაზარზე გაფართოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 200 ახალი თანამშრომელი აიყვანა სამსახურში. აშშ–ში დაფუძნებულმა სტარტაპმა თავისი აზიური შტაბი სინგაპურში 2016 წლის სექტემბერში დააარსა და ისეთ კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულება, როგორებიცაა ტაქსის აპლიკაცია Grab და Kickstarter.

ცოტა ხნის წინ, 2019 წლის ოქტომბერში, Stripe-მა მალაიზიის ოფისი გახსნა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში მან ბანკთაშორისი გადარიცხვების საპილოტე ვერსია დანერგა ინდონეზიაში. Stripe-ის Asia Pacific-ის ბიზნესის ხელმძღვანელის, ნოა პეპერის თქმით, რომელიც ცოტა ხნის წინ Reuters-ს ესაუბრა, კომპანია ცდილობს იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინჟინრების დაკომპლექტებას, ამის გამო Linkedin-ზე ბოლო კვირაში აქტიურად მიმდინარეობს რეკრუიტინგის პროცესი.

Reuters-ის მიერ გავრცელებულ კომენტარებში Pepper-მა ასევე აღიარა, რომ Stripe-ს მოუწევს რეგიონისთვის შესაფერისი სამუშაო სივრცე შესთავაზოს ახალ კადრებს თუ მას ადგილობრივ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა სურს. Stripe იმედოვნებს, რომ ახლადმიღებული ინჟინრები მათ დაეხმარებიან ადგილობრივი მომსახურების წესებისა და სასურველი მეთოდების ადაპტირებაში.

"აზიისა და წყნარი ოკეანის კუნძულები მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი, არამედ ფრაგმენტული ბაზარიცაა განსხვავებული კანონებით, ენებით, ვალუტებით და ზოგ შემთხვევაში, ვალუტის კონტროლითაც კი" , — თქვა პეპერმა.


წყარო: www.next.on.ge
ბლოგის სხვა თემები