Raisin-მა $114 მლნ ინვესტიცია მოიპოვა

ალბათ ცოტამ იცით, რომ ბერლინში დაფუძნებული ფინტექ კომპანიის - Raisin-ის დამფუძნებელი არის თამაზ გიორგაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს კომპანიის განვითარებას. Raisin-მა სულ ახლახან შეძლო D სერიის ინვესტიციის მოპოვება ($114 მლნ) რის შედეგადაც ჯამში კომპანიაში ინვესტიციამ $200 მლნ-ს მიაღწია. კომპანიაში ინვესტიცია განათავსეს ისეთმა ფონდებმა, როგორებიცაა: Index Ventures, PayPal, Ribbit Capital და Thrive Capital.

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე ინვესტიციას Raisin ახალი ფინტექების შეძენისა და ბაზრის გაფართოებისთვის გამოიყენებს.

Raisin 2013 წელს დაფუძნდა და ბერლინიდან საქმიანობს. კომპანია მომხმარებლისთვის აგვარებს ძალიან მარტივ პრობლემას - საბანკო დეპოზიტის შეძენით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს აქვს განსხვავებული. პლატფომა საშუალებას იძლევა მარტივი ინტერფეისის საშუალებით შევადაროთ სადეპოზიტო პროდუქტები ევროპული ბანკების მასშტაბით. მეორე მხრივ, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

დღეისთვის Raisin-ს დახმარებით $11 მილიარდის ოდენობის თანხები განთავსდა დეპოზიტებზე 62 პარტნიორი ბანკის მასშტაბით. სულ პლატფორმას 160,000 მომხმარებელი ჰყავს 31 ევროპული ქვეყნიდან. მათ კი საერთო ჯამში $90 მლნ-ის სარგებელი მიიღეს დეპოზიტზე დარიცხული პროცენტის სახით.

წყარო: https://techcrunch.com/2019/02/05/raisin-raises-114m-for-its-pan-european-marketplace-for-savings-and-investment-products/?fbclid=IwAR0DhGVIW2klY5-k8m2ejT8nZt8CJ_LXPf7IMXKub2AETVCTr7ODJ8KIWeo

ბლოგის სხვა თემები

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

Startup Wise Guys - აქსელერატორის ახალ მიღებას აცხადებს

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

გაიგე მეტი

650 000 - ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო!

პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით.

გაიგე მეტი