ქართული ფინტექი Websummit-ზე

პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი.

საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ IT კომპანიები და სტარტაპები, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა გაერთიანებული არაბული ემირატების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან და სტარტაპ ჩილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში ,,ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა - როგორ გავხდეთ ახალი სილიკონ ველი“, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ბიზნეს და სტარტაპგარემო გააცნო, ისაუბრა საქართველოს მაგალითზე პატარა ქვეყნის უპირატესობებზე გლობალური ღირებულების ჯაჭვში და ქვეყანაში მზარდ ეკონიმიკაზე.

Web Summit-ზე მონაწილეობდნენ ქართული ფინტექ კომპანიები:QuickCash,Optio AI და Pulsar AI.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ და სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ შეხვედრა გამართეს ღონისძიების წარმომადგენლებთან, სამომავლოდ საქართველოში ვებსამიტის ქოლგის ქვეშ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ბლოგის სხვა თემები

Shelf.Network - სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა

Shelf.Network-ი ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა.

გაიგე მეტი

QuickCash - ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების ინოვაციური პლატფორმა

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე სტუმრად Startup Grind-ზე

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

გაიგე მეტი