სარეგისტრაციო ფორმა
სახელი, გვარი
ელ. ფოსტა
ტელ. ნომერი
სპეციალობა
გაქვთ თუ არა უკვე შერჩეული იდეა?
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ (ბმულების სახით)
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 12 სექტემბერი, 18:00
საკონტაქტო პირის სახელი, გვარი
საკონტაქტო პირის ელ. ფოსტა
საკონტაქტო პირის ტელ. ნომერი
გუნდის წევრების რაოდენობა
ეძებთ თუ არა გუნდის წევრს
გაქვთ თუ არა უკვე შერჩეული იდეა?
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ (ბმულების სახით)
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 12 სექტემბერი, 18:00
სარეგისტრაციო ფორმა
სახელი, გვარი
ელ. ფოსტა
ტელ. ნომერი
წარმოადგენთ თუ არა რომელიმე სტარტაპს, კომპანიას ან უნივერსიტეტს?
უკან GITA-ს საგრანტო კონკურსში 18-მა სტარტაპმა გაიმარჯვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. 18-მა სტარტაპმა 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ღონისძიება 24-25 მაისს გაიმართა. საგრანტო კონკურსს სულ 43 ფინალისტი ჰყავდა, რომელთა შეფასებაც საერთაშორისო ექსპერტების და VC ფონდების წარმომადგენლების მიერ მოხდა.

გამარჯვებულთა სიაში მოხვდა 1 ფინტექ სტარტაპი Smart Cloud Banking, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისოს მცირე ბიზნესის სეგმენტი პლატფორმის ციფრული არხების გამოყენებით.

იხილეთ გამარჯვებულთა სრული სია:

  • Global Health - ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით გლობალური. ჯანდაცვის პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ახალი მეთოდოლოგიის ინტეგრაცია.
  • Mostat - WiFi თერმოსტატი ინდივიდუალური გათბობის სისტემისთვის.
  • STYX TMS - ონლაინ პლატფორმა გადაზიდვებისთვის.
  • Ur app - კონტაქტების ცნობარი.
  • Partshop.ge - ახალი და მეორადი ავტონაწილების მობილური აპლიკაცია.
  • Smart Cloud Banking - სტარტაპი ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად აითვისონ მცირე ბიზნესის სეგმენტი პლათფორმის ციფრული არხების გამოყენებით.
  • Traktor - ჭკვიანი დამხმარე 500 მილიონი ფერმერისთვის განვითარებად ქვეყნებში.
  • Spy Recipe - ქართული სუნელების ნაზავი რეცეპტებით.
  • Insurance Tools - ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმა.
  • Eve Grower - მწვანილისა და ბოსტნეულის მოსაყვანი დანადგარი, მზა მიწის კაფსულებითა და ავტომატური მორწყვის რეჟიმით
  • Influence Georgia - მარკეტინგის კომპანია აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან.
  • Doers - ყველა მომსახურება გამარტივებული გამოძახებით.
  • Vrex - აკავშირებს ადამიანებს ადგილებთან, ვირტუალური რეალობის მეშვეობით და ეხმარება ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში.
  • Anima Chatbotics - პლატფორმა ახალი ტიპის ჩეთბოტებისთვის. პროექტი ქმნის პროგრამებს, რომლებსაც გააჩნიათ ციფრული პერსონალობა.
  • Wine Finder - სტარტაპი ეხმარება ღვინის ენთუზიასტებს იპოვონ მათი ოცნების ღვინო
  • New Technology For Diagnostics Oil Tanks - ნავთობის და ნავთობპროდუქტების ავზების სავალდებულო დიაგნოსტიკის ახალი უნიკალური ტექნოლოგია
  • LawBot - პირველი ქართული იურისტი ბოტი;
  • Hostel Pro - უძრავი ქონების მართვის სისტემა