Kaspi – ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ კომპანია

ცოტა ხნის წინ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე გახდა. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება რეალურ დროში $4.9 მილიარდს შეადგენს. აქ კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ მიხეილი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ფინტექის, Kaspi-ს წყალობით გახდა, რადგან მისი შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ეს ორგანიზაციაა.

Kaspi.kz  ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს და მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფინტექში შედის, თითქმის $21 მლრდ საბაზრო კაპიტალიზაციით. ფინტექმა საერთაშორისო მედიის ყურადღება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიპყრო, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე, წლის უმსხვილესი საერთაშორისო IPO (Initial Public Offering)-ის ავტორი გახდა, მისი მფლობელები კი Forbes-ის მილიარდერების სიაში მოხვდნენ. Kaspi-ს შემოსავლები 2019 წელსაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო და მან $1.3 მილიარდი შეადგინა, 2020 წელს კი ის $1.5 მილიარდამდე გაიზარდა.

ამ მაჩვენებლებამდე მოსასვლელად, კომპანიამ საკმაოდ გრძელი გზა განვლო. Kaspi-ს ისტორია ჯერ კიდევ 1991 წელს იწყება, თავდაპირველად მისი სახელი Аль Барака Казахстан იყო და მის სერვისებს მომხმარებლები ციფრული სამყაროს მიღმა იღებდნენ, 1997 წელს ორგანიზაციის სახელი Банк Каспийский გახდა, 2008 წლიდან კი საზოგადოება მას Kaspi Bank-ად იცნობს. ამჟამად Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი საგადახდო პროვაიდერი და ფინტექ კომპანიაა, რომელსაც 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს (ყაზახეთის მოსახლეობა 18.5 მილიონია). Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული ტრანზაქციების 66% სწორედ Kaspi-ზე მოდიოდა. ისევე როგორც სხვა ტექ.კომპანიებისთვის, Kaspi-სთვისაც პანდემია მნიშვნელოვან შესაძლებლობად გადაიქცა და ის ყაზახეთის მოქალაქეების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

მისი სერვისი როგორც ინტერნეტ გადახდებს, ისე სესხებსა და საბანკო მომსახურებას ფარავს. Paypal-ის და Klarna-ს მსგავსად, მას ერთგვარი განვადების ფუნქციაც აქვს, რომელსაც “Buy now, pay later” ეწოდება. ჯერ კიდევ 2019 წელს Kaspi-მ შეძლო და ყაზახეთში არსებული სამომხმარებლო სესხების 32%-ს მოემსახურა. მისი სერვისები წლების გასვლასთან ერთად უფრო მრავალფეროვანი ხდება. 2017 წელს Kaspi-მ მომხმარებლებს აპლიკაცია შესთავაზა, რომელიც საკრედიტო ბარათის ან ტელეფონის ნომრის მონაცემების დახმარებით, P2P გადარიცხვებს უზრუნველყოფდა.

კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წილს იკავებს ელ.კომერციის პლატფორმა Kaspi.kz, რომელიც ასევე ქვეყნის უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა და მასზე ბაზრის 46% მოდის. როგორც Kaspi-ს 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში წერია, კომპანია 2021 წელს შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას ელოდება განსაკუთრებით, გადახდებისა და ელ.კომერციის პლატფორმის ნაწილში. ეს გასაკვირი არც იქნება, რადგან მისი ერთი მომხმარებელი თვეში საშუალოდ 28 ტრანზაქციას ახორციელებს.

ფაქტია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის ერთი აქციის ღირებულება დღითიდღე იზრდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითქმის გასამმაგებულია და დაახლოებით, 113 დოლარს შეადგენს. სწორედ აქციების ღირებულების მატებამ განაპირობა მიხეილ ლომთაძის ქონების დაახლოებით $200 მილიონით გაზრდა, რითიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 618-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ჩატბოტების მომავალი ფინტექში

ჩატბოტებს უკვე ბევრგან შეხვდებით. ისინი გვეხმარებიან ვებსაიტების ნავიგაციაში, მომსახურების დახვეწაში, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბევრ სხვა რამეში. Silicon…
გაიგე მეტი

Shelf.Network – სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა

Shelf.Network-ი ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და…
გაიგე მეტი

ინფორმაციული უსაფრთხოება ფინტექ სამყაროში

ტრადიციული ბანკინგი სულ მალე საკუთარ თავს ამოწურავს. ეს კი იმიტომ, რომ დიჯიტალიზაცია თითქმის უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. ბანკები…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.