JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრული ბანკი აამოქმედა

აშშ-ის საბანკო სექტორის გიგანტმა, JPMorgan-მა დიდ ბრიტანეთში ციფრულ საცალო ბანკი — Chase გახსნა. ეს JPMorgan-ის პირველი გასვლაა ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ და თან ახალი თავისტიკივილი ბრიტანული კონკურენტებისთვის (Lloyds, Barclays, NatWest და HSBC), რომლებსაც ახალ ციფრულ მეტოქესთან მოუწევთ გამკლავება.

“ჩვენ ვაკვირდებოდით, რომელ ბაზრებზე არის მზად მომხმარებელი ბანკინგისთვის ციფრული არხები გამოიყენოს, ამ მხრივ კი გაერთიანებული სამეფო პატივისცემას იმსახურებს”, — თქვა სანოკე ვისვანათანმა, ახალი Chase ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე მან დასძინა, რომ თუ ბრიტანულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას შეძლებენ, ანუ თუ წარმატებული გამოდგება ეს ნაბიჯი, ამერიკული ბანკის სერვისის გავრცელებას უკვე ევროპის კონტინენტზე, შემდეგ კი გლობალურადაც უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan მომხმარებლებს სთავაზობს დარეგისტრირდნენ Chase-ზე უფასოდ, მათი სადებეტო ბარათიდან დანახარჯის 1%-ს კი ქეშბექის სახით დაუბრუნებს, ხოლო მცირე შესყიდვების შემთხვევაში ხარჯის 5% იქნება ქეშბექი, რომელიც ცალკე ყულაბაში ენახებათ მომხმარებლებს.

“მძლავრი ტექნოლოგიური პლატფორმით, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსითა და გლობალური ბრენდის სახელით, JPMorgan-ს შეუძლია იყო სერიოზული მოთამაშე გაერთიანებული სამეფოს საბანკო სფეროში”, — განაცხადა ნიკ ზიგელაშმა, საბროკერო კომპანია Killik & Co-ს ანალიტიკოსმა.

უოლ სტრიტის გიგანტი კონკურენტულ ბრიტანულ ბაზარზე დაბალი მარჟებით შედის, ეს კი გამოწვეულია ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული დაბალი საპროცენტო განაკვეთებითა და უფასო მიმდინარე ანგარიშების ტრადიციით. ეს კი ეწინააღმდეგება გლობალურ პრაქტიკას, სადაც მომხმარებელი ბაზისური სერვისებისთვისაც იხდის თანხას.

JPMorgan ამ ნაბიჯით იმეორებს ასევე ამერიკული Goldman Sachs-ის 2018 წლის გადაწყვეტილებას, გაეხსნა ციფრული ბანკი Marcus ბრიტანეთში. ახლა Chase ამ უკანასკნელის კონკურენტიცაა, ისევე, როგორც ბრიტანეთში ოპერირებად მხოლოდ ციფრული ბანკების, როგორიცაა Monzo. Monzo-ს მოსახერხებელი აპლიკაცია და 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

JPMorgan-მა ბრიტანეთში 500 ადამიანი უკვე დაიქირავა, რაც ნიშნავს, რომ პლატფორმის განვითარებასა და მომხმარებელთა მოზიდვას აქტიურად აპირებს.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

გატერმინალება – ინოვაციური გადახდის სისტემა ბიზნესისთვის

ცოტა ხნის წინ, Visa-მ თავისი ტექნოლოგია — Tap to Phone აამოქმედა, რომელიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს უკონტაქტო,…
გაიგე მეტი

ფინტექ სტარტაპებმა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად მაღალი ინვესტიციები მოიზიდეს

ფინტექ კომპანიებს 2021 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი 22,8-მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები ჰქონდათ. ეს წინა წლის…
გაიგე მეტი

Api.bog.ge – საქართველოს ბანკის ახალი ციფრული პლატფორმა

Api.bog.ge „საქართველოს ბანკის“ ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს გაციფრულებასა და საბანკო სერვისების დანერგვაში დაეხმარება.ის ამ ეტაპზე არსებულ ყველა “საქართველოს…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.