JPMorgan ლოიალობის ქულებს სავაჭრო აქტივად გარდაქმნის

JPMorgan ფინტექ სტარტაპთან, Affinity Capital Exchange-სთან თანამშრომლობით ფინანსური აქტივების ახალ ერთეულს ქმნის, რომელიც ლოიალობის ქულებით ვაჭრობას ეფუძნება. Affinity Capital-ის ტექნოლოგია ლოიალობის ქულებს ჩვეულებრივ ფულად ერთეულად გარდაქმნის, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც საფონდო ბირჟაზე, ასევე – კაპიტალის მოზიდვის მიზნით. აქტივების ახალი კატეგორია სახელწოდებით “სარეზერვო ქულები” წარმატებით იყიდება Affinity Capital Exchange მარკეტში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვა მსხვილი ოპერატორები, რომლებსაც საკუთარი ლოიალობის სისტემა აქვთ, შეძლებენ აღნიშნული პორტფელი კაპიტალის, ინვესტიციებისა და პარტნიორების მოსაზიდად გამოიყენონ. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ტოპ 100 ავიაკომპანიის ლოიალობის პროგრამების ჯამურმა ღირებულებამ $200 მილიარდს მიაღწია.

“ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გზებს ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად, რაც მათ ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და ღირებულების შექმნაში ეხმარება”, — აცხადებს JPMorgan-ის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯიმ კეისი, — “Affinity Capital Exchange-ის დახმარებით ჩვენ მომხმარებლებს და საოპერაციო პარტნიორებს ახალი ღირებულების გენერირების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ”.

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ნაკლებად ცნობილი ჰოლანდიური სტარტაპი ევროპის ნომერ მესამე ფინტექი გახდა

ამსტერდამში დაფუძნებული საგადასახადო სტარტაპი — Mollie “უნიქორნად” სექტემბერში იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს…
გაიგე მეტი

PayPal-მა აპლიკაცია განაახლა — ნახეთ, რა შეიცვალა

PayPal მობილური აპლიკაციის დიზაინს ცვლის. განახლებულ აპლიკაციას დანაზოგების მხარდაჭერა ექნება. აქვე შეძლებთ სასურსათო ბარათების ნახვასაც. აქამდე PayPal ძირითადად…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.