IT სპეციალისტები დისტანციურად მუშაობისას უფრო პროდუქტიულები არიან

ვინაიდან დისტანციური მუშაობა ჯერჯერობით აქტუალობას არ კარგავს, Digiterre ლონდონის, ნიუ-იორკის და ევროპის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დასაქმებული IT თანამშრომლების იმ სამუშაო გამოცდილებით დაინტერესდა, რომელიც მათ პანდემიის დროს მიიღეს.

ლოგისტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების პროდუქტიულობა, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, გაიზარდა — ერთ-ერთ ორგანიზაციაში 30%-იანი ზრდაც კი დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ასეთ თანამშრომელს ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი აქვს. კერძოდ, მას უკეთ შეუძლია, კონცენტრირდეს ცალკეულ დავალებაზე და ისე გადაანაწილოს დრო, რომ ერთი ამოცანიდან მეორეზე ხშირი გადასვლა არ უწევდეს.

ამასთან ერთად გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკებთან და სავაჭრო ობიექტებთან, ასევე მოძველებული პლატფორმების ავტომატიზირებული ტესტირების შესაძლებლობასთან შეზღუდული წვდომის გამო პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლი შენელდა. არსებული მონაცემებით, ბიზნესს უკვე აქვს დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ფართო არჩევანი. უმეტესობა დეველოპმენტის სხვადასხვა საშუალებას იყენებს, მათ შორისაა შედარებით ცნობილი Atlassin suite. ვიდეოზარებისთვის კი ბიზნესკომპანიები ყველაზე ხშირად ზუმს და MS Teams-ს იყენებენ.

სავაჭრო ბიზნესმა პანდემიის დაწყების მომენტიდან რამდენიმე კვირაში სწრაფი ადაპტაცია გაიარა და აქტიურად დაიწყო შეტყობინებებით, მათ შორის WhatsApp-ით, კომუნიკაცია. ამასთან ერთად, ორგანიზაციები დაჩქარებული წესით გადადიან ჰიბრიდულ და მულტიღრუბლოვან სტრატეგიაზე, რაც მეტ მდგრადობასა და ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება დისტანციური მუშაობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ამ საკითხს ბიზნესი ყურადღებას ან არ აქცევდა, ან შესაბამისი პოლიტიკით კრძალავდა. გამოკითხულთა უმეტესობა იმედოვნებს, რომ დისტანციური მუშაობის გაგრძელება მომავალშიც შესაძლებელი იქნება.

“დისტანციური მუშაობასთან მიმართებით კორონავირუსმა უდიდესი ცვლილებები გამოიწვია, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებშიც ფინანსური ორგანიზაციები ინვესტიციებს წლების განმავლობაში ახორციელებდნენ”, — აცხადებს Digiterre-ს გენერალური დირექტორი, იან მურინი.

“როგორც გამოკითხვიდან ვიგებთ, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები მიიჩნევენ, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესი ბევრად პროდუქტიული გახდა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ერთიანი საზომი, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ გუნდის მუშაობის პროდუქტიულობა და ხარისხი. საინტერესოა, როგორ განვითარდება აღნიშნული ტენდენცია და როგორ მოახერხებენ ორგანიზაციები საკუთარი ოფისების გახნის შემდეგ მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას”

წყარო: www.next.on.ge

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

ბიზნეს მაგალითი – სწრაფი გადახდების შექმნა აზროვნების ცვლილების გზით

ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება და თანხის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ხოლო COVID-19 სწრაფი გადახდების პოპულარობის ზრდას…
გაიგე მეტი

VISA-ს კვლევა მომხმარებლების ქცევის შესახებ

Visa-მ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლების ჩვევები და ქცევა მსოფლიოში დამკვიდრებული მუშაობის ახალი ნორმების…
გაიგე მეტი

ნადღი ფულით ანგარიშსწორების დასასრული

გლობალური პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რამ იცვლება. პანდემია მომხმარებლების ქცევასაც შეეხო, მათ შორის იმას, თუ როგორ ვიხდით ფულს.…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.