Google Pay-ს ახალი აპლიკაცია

აპლიკაცია Google Pay-ის ახალი ვერსია Android-ზე უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, ჯერჯერობით, მისი გამოყენება მხოლოდ წინასწარ მოწვეულ პირებს შეუძლიათ.

განახლებული გადახდის აპლიკაციას სრულიად განსხვავებული, შეცვლილი დიზაინი აქვს. აპლიკაციას აქვს კატეგორია “ოჯახი და მეგობრები“, რომელზე დაჭერითაც შეგიძიათ ფული მარტივად გადარიცხოთ ახლობელ ადამიანებთან, თუ ბიზნესებთან, თუ ამ კონკრეტულ ბიზნესს Google Pay მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, თუ რესტორანს აპლიკაციიდანვე გადაუხადეთ, შეკვეთის ისტორიასაც დაინახავთ.

რესტორნების გარდა, ახალი Google Pay-ის დახმარებით შეძლებთ ასევე გადაიხადოთ ბენზინგასამართ სადგურებზე, ან მარტივად შეძლებთ გადაიხადოთ პარკინგის საფასური და ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ სმარტფონით. თუმცა, აუცილებელია ამ ჩამოთვლილ ბიზნესებს Google Pay-ის მხარდაჭერა ჰქონდეთ ფუნქციის გამოსაყენებლად.

აპლიკაციას ასევე აქვს ცალკე კატეგორია, სადაც ნახავთ შეთავაზებებსა და საჩუქრებს. ახალი Google Pay აღარ არის უბრალოდ ფულის დახარჯვის საშუალება, იგი ასევე დაგეხმარებათ თქვენი ფინანსების გაკონტროლებაში. Google-მა აპლიკაციაში დაამატა ახალი ფუნქცია, რაც ნებას რთავს მომხმარებლებს მარტივად დააკავშირონ თავიანთი ბანკის ანგარიშები და საკრედიტო ბარათები.

აპლიკაციიდანვე შესაძლებელი იქნება თქვენი ბალანსის და ფინანსების დეტალურად დათვალიერება და დახარისხება. როგორც ცნობილია, ინვოისის ამოღება პროგრამიდან აქამდეც ძალიან მარტივად ხდებოდა, თუმცა ამიერიდან ინვოისის ფოტო მარტივად გალერეაში ავტომატურად შეინახება. Google Pay-ში აგრეთვე შეძლებთ, მარტივად მოძებნოთ ძველი ტრანზაქციები.

Google Pay-ის სული და გული, NFC ფუნქცია კვლავ დარჩება აპლიკაციის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციაში, თუმცა მანაც განიცადა ცვლილებები. აპლიკაციის ზედა ნაწილში გამოჩნდება ბარათის ღილაკი, რომელსაც ექნება თქვენი ძირითადი ბარათის ლოგო, ხოლო მასზე დაჭერით კი შეგიძლიათ იგი გადაცვალოთ სხვა ბარათზე, ნახოთ ბილეთები ან სულაც სასაჩუქრე ბარათები.

თავიდან შესაძლებელია ზოგიერთი მომხმარებლისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გამოყენება რთული აღმოჩნდეს, თუმცა Android 11-ის დახმარებით, ყველაფერი პირიქით, უფრო გამარტივებული იქნება.

დაბოლოს, ახალი გუგლის გადახდის აპლიკაციას აქვს პროფილის კატეგორია, QR კოდით, რომელიც გაზიარებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამავე გვერდზე დაინახავთ თქვენს ბალანსს და მეგობრების მოწვევის ფუნქციასაც. Google ასევე შესთავაზებს მომხმარებლებს ჯილდოებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მეგობარი მოიწვიეთ და ის დარეგისტრირდა წარმატებით, მაშინ თქვენ საჩუქრად მიიღებთ $10-ს და თქვენი ახალ დარეგისტრირებული მეგობარი კი $5-ს.

გარდა ამისა, ამიერიდან Google Pay-ს ახალი ლოგო ექნება. აპლიკაცია, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, როგორც ანდროიდზე, ისე iOS ზე, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას მსოფლიოს გარშემოც გამოიყენებენ.

იხილეთ მეტი ინფორმაცია ვიდეოს დახმარებით.

წყარო: www.next.on.ge

 

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

რა უნდა ვიცოდეთ Messenger-ის ახალი ფუნქციის შესახებ?

მეგობრებთან ერთად სავახშმოდ წასვლას, თუნდაც მოგზაურობას, ან სულაც თანამშრომლისთვის დაბადების დღის საჩუქრის გუნდურად შეძენას ერთობლივი დანახარჯები თან სდევს…
გაიგე მეტი

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

სტარტაპმა „კნიკი“ საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრებინა. კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა…
გაიგე მეტი

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

29 ივნისი, 2018 – საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა. ღია…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.