Gita-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების 100,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მორიგი ეტაპი დასრულებულია. GITA მომავალ ქოლზე პროგრამაში დიდი ალბათობით, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ Fintech.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, განიხილება თანხის გაზრდა, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული. მანამდე კი შეგვიძლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგრანტო პროგრამის მე-7 ეტაპი შევაჯამოთ. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჯამში კონკურსზე 246 განაცხადი შევიდა და მათი რაოდენობა წლებთან ერთად იზრდება. სააგენტოს ვებ-გვერდზე წერია, რომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 115 სტარტაპი.

სანამ კონკრეტულ სტარტაპებზე გადავალთ, საინტერესოა ვნახოთ გამარჯვებული გუნდები ინდუსტრიის მიხედვით, რომელიც ასე გამოიყურება:

  • AdTech/MarTech – 5%
  • Artificial Intelligence – 15%
  • Consumer Services     – 5%
  • Customer Relation Management (CRM) – 5%
  • e-commerce – 10%
  • FinTech – 15%
  • Gaming/e-Sports (Except Gambling)- 5%
  • Green Technology      – 5%
  • Health -10%
  • HR/Education – 10%
  • IT Tools – 5%
  • Social Media   – 5%
  • Travel/Hospitality -5%

როგორც ავთანდილ კასრაძე ამბობს, ფინტექ კომპანიებში შეგვიძლია e-commerce-იში მოღვაწე სტარტაპებიც გავაერთიანოთ. შედეგად გამოდის, რომ 20 გამარჯვებული კომპანიიდან 5 ფინანსურ ტექნოლოგიაზე მომუშავე გუნდი იყო, რაც დარგის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

ჟიური უცხოური ექსპერტებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვა კრიტერიუმებთან ერთად დაფინანსებას იმის მიხედვით გასცემენ, თუ პოტენციაში რამდენად გლობალურია ესა თუ ის სერვისი/პროდუქტი.

ერთ-ერთი ასეთი ფინტექი Ambry-ა, რომელიც კრიპტო კომპანიებს გადარიცხვების მონიტორინგში ეხმარება. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, მსგავსი ტიპის მომსახურებას მთელს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კომპანია ახორციელებს. თავად დამფუძნებლები Mycoins-ის გუნდის წევრები არიან, რომლებიც დიდი ხანია მსგავს სერვისს საკუთარ პლატფორმაზე იყენებენ. Ambry-ს მომსახურების დახმარებით, საშუალება გაქვთ შეამოწმოთ გადარიცხვის ლეგალურობა, ინტერნეტ საფულის (Wallet)-ის წარმომავლობა და ა.შ, რაც კრიპტო სამყაროს გაცილებით უფრო სანდოს და მიმზიდველს გახდის.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტის გარშემოა აგებული Wrapstocks, რომელიც საცალო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს აქციები ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საშუალებით, დაბალი საკომისიოს გადახდით იყიდონ. გამომდინარე იქიდან, რომ კაპიტალის ბაზარი საქართველოში ჩანასახის ეტაპზეა, პროდუქტი საწყის ეტაპზევე გლობალური ბაზრისთვის დაიტესტება.

არანაკლებ საინტერესო იყო დაზღვევის მიმართულებით შექმნილი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად, Ganage.

21-ე საუკუნის მომხმარებელი საკმაოდ პრეტენზიულია და მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად მასზე მორგებულ სერვისს ითხოვს. Gana.ge კლიენტს საშუალებას აძლევს საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი შექმნას, ეს მოთხოვნა ბაზარზე არსებულ 14 უმსხვილეს მოთამაშეს გაუგზავნოს, უკან შესაბამისი ოფერი მიიღოს და ფასის მიხედვით მიიღოს ყიდვის გადაწყვეტილება.

ონლაინ ვაჭრობაზეა აგებული Symply Shop, რომელიც ინსტაგრამის პლატფორმაზე მყიდველებს ბიუროკრატიულ ბარიერებს არიდებს თავიდან და პროცესს ამარტივებს. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, ამჟამად ყიდვის და შეკვეთის პროცედურა მიმოწერით რეგულირდება, ისინი კი Amazon-ის მსგავსს სერვის სთავაზობენ მომხმარებლებს, სადაც ყველაფერი ავტომატიზირებულია.

საბოლოო ჯამში ფინტექ მიმართულება საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, რასაც უკვე არსებული წარმატებული მაგალითებიც განაპირობებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ GITA-ს 650,000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ფინტექი Payze გახდა, რომელიც პარალელურად Ycombinator-ის წევრი და 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფინალისტია.

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ ვითარდება ფინტექ ეკოსისტემა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში?

ტექნოლოგიების სფერო ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება, რასაც ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის აქტიური ტენდენცია განაპირობებს. ტექნოლოგიების განუყოფელი…
გაიგე მეტი

განაგე – ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ – ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ…
გაიგე მეტი

კნიკი უკვე ევროპის ბაზარზეა

სტარტაპმა „კნიკი“ საქართველოში ადამიანებს თავი დიდი ხნის წინ დაამახსოვრებინა. კომპანია ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომელიც პირველად მისმა დამფუძნებლებმა…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.