FinLab-ი კომპანიებს ბიზნესის გაციფრულებაში ეხმარება

United Overseas Bank (UOB)-მა საკუთარი ინოვაციების აქსელერატორის, FinLab-ის ციფრული ვერსია წარმოადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სტარტაპებს ციფრული გადაწყვეტების დანერგვაში და თავიანთი ბიზნესის გაციფრულებაში დაეხმარება.

2015 წელს FinLab-ის დაარსებიდან მოყოლებული, აქსელერატორმა სინგაპურის, მალაიზიისა და ტაილანდის ბიზნეს სექტორიდან 2 ათასამდე მოთხოვნა მიიღო — დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი ბიზნესის გაციფრულების პროცესის გაგრძელება სურდათ. საკუთარი ინოვაციური პროგრამების ონლაინ რეჟიმში განხორციელებით FinLab უფრო მეტ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს ბიზნესის ტრანსფორმაციის გამოცდილი პროგრამები.

მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს დარგის სპეციალისტების ექსპერტიზით, რაც ვიდეოგაკვეთილებისა და ვებინარების სახითაა წარმოდგენილი. ასევე შესაძლებელია FinLab-ის ონლაინ პროგრამაში ჩაწერა, რომლის ფარგლებშიც კომპანია, FinLab-ის ბიზნეს ანალიტიკის ხელსაწყოების გამოყენებით, სრულიად უფასოდ მიიღებს საკუთარი ტექნოლოგიური საჭიროებების შეფასებას. ამის შემდეგ შემუშავდება ერთგვარი გზამკვლევი და სტრატეგია, რომელიც კომპანიას საკუთარი ბიზნეს პროცესების გაციფრულებაში დაეხმარება.

The Finlab Online-ის ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს მათთვის შესაბამისი ციფრული გადაწყვეტების შერჩევას შეაძლებინებს — ეს ეხება, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ელექტრონული კომერცია, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ადმინისტრირება და მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა. აღნიშნული ქსელის წევრებს ასევე საშუალება ექნებათ, გამოიყენონ რესურსები, რომლებსაც Finlab Online-ის საპარტნიორო ქსელის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

“ციფრული ტრანსფორმაცია ვერ იქნება უნივერსალური ყველასთვის და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სტარტაპების მიმართ, რაც მათი ბიზნესის ზრდაზე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს. მარტო აპრილსა და მაისში, მთელი რეგიონის მასშტაბით, ციფრული ტრანსფორმაციისა და ბიზნესის განვითარების მიზნით FinLab Online-ში 440-ზე მეტი სტარტაპი დარეგისტრირდა”, — აცხადებს FinLab-ის თანახელმძღვანელი, პაულინა სიმი.

წყარო: www.next.on.ge

 

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

Phubber-ი განვითარების ახალ ეტაპზე Maxin AI-თან ითანამშრომლებს

Phubber ქართველმა მომხმარებელმა დიდი ხანია გაიცნო და შეიყვარა კიდეც. თუმცა 500 Startups-ის აქსელერატორში მონაწილეობა და ტოპ კლასის მენტორებთან…
გაიგე მეტი

არჩილ გაჩეჩილაძე: ტრანზაქციების 93% ელექტრონულია, ფილიალებში ნაკლები ადამიანი მიდის

საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე გარდაქმნის შესახებ ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, დღეისთვის…
გაიგე მეტი

Unipay-ს ისტორია

UNIPAY – კომპანია, რომელიც ელექტრონული საფულის საშუალებით მომხმარებელს უნივერსალური და ერთიანი ანგარიშსწორების სისტემას სთავაზობს. ელექტრონული საფულის მეშვეობით შესაძლებელია…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.