Facebook-ი ციფრული საფულის გამოშვებას გეგმავს

Facebook ციფრული საფულის გასაშვებად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ დევიდ მარკუსი
ავრცელებს. სწორედ ის უდგას სათავეში სოციალური მედიის გეგმებს, რომლებიც ციფრულ ვალუტებთანაა დაკავშირებული.

ოთხშაბათს მარკუსმა განაცხადა, რომ Novi, ციფრული ვალუტების საფულე Facebook-ის აპლიკაციაში ინტეგრირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ Novi-ს აქვს ყველა საჭირო დაცული ლიცენზია, რომელიც ამერიკის თითქმის ყველა შტატში დაშვებულია მარეგულირებელი ორგანოების მიერ. Facebook-ის ციფრული საფულე მომგებიანი იქნება გამყიდველებისთვის. დევიდის თქმით, ისინი მომხმარებლებს ერთმანეთს შორის უფასო გადარიცხვებს შესთავაზებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დედამიწის სხვა წერტილებშიც. მისი აზრით, Facebook-ი გახდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე საგადახდო ინდუსტრიაში.

Facebook-ს არ დაუსახელებია კონკრეტული დრო თუ როდის უნდა ველოდოთ ამ განახლებას. ასევე უცნობია თუ რა ციფრულ ვალუტებს მიიღებს საფულე. ასევე არ ვიცით, იქნება ეს სტაბილური კოინები თუ სხვა ტიპის კრიპტოვალუტებით სარგებლობასაც შევძლებთ.

Facebook-ის ფინანსური განყოფილების ამჟამინდელი უფროსი, დევიდ მარკუსი 2019 წელს შექმნილი ციფრული ვალუტის, Diem-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიცაა. სავარაუდოდ, ფეისბუქის ციფრულ საფულეში, საწყის ეტაპზე, სწორედ ამ ვალუტის მიმოქცევა იქნება დაშვებული. მის პროექტს 26 ბიზნესი უმაგრებს
ზურგს, მათ შორის ფეისბუქიც. სწორედ Diem კოინების შესახანად შეიქმნა Novi საფულეც.

წყარო: Financial Times

გამოიწერე სიახლეები

მიიღე ყოველკვირეული სიახლეები, ივენთები და შეთავაზებები

Related Posts

როგორ გაამარტივა ფინტექმა საერთაშორისო გზავნილები

გლობალური ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ფულადი ნაკადების მოძრაობაა, რომელიც უზრუნველჰყოფს ფულზე ხელმისაწვდომობის მოქნილობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფულის…
გაიგე მეტი

PayPal-მა აპლიკაცია განაახლა — ნახეთ, რა შეიცვალა

PayPal მობილური აპლიკაციის დიზაინს ცვლის. განახლებულ აპლიკაციას დანაზოგების მხარდაჭერა ექნება. აქვე შეძლებთ სასურსათო ბარათების ნახვასაც. აქამდე PayPal ძირითადად…
გაიგე მეტი

UniPAY უკვე ხელმისაწვდომია Wix.com-ზე

ვებ-გვერდების სწრაფად შექმნის პლატფორმა Wix.com-ზე უკვე UniPAY-ს გადახდის სისტემაა ხელმისაწვდომი. ქართულ კომპანიებს უკვე შეუძლიათ ააწყონ ვებ გვერდი Wix.com-ის…
გაიგე მეტი
ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას
 
დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

ჩვენ შესახებ

საქართველოს ბანკი ფინტექის ფარგლებში გაგაცნობთ ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებულ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურ პორდუქტებს ქმნიან და უმარტივებენ მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ასევე შემოგთავაზებთ საინტერესო პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მარტივად შეძლებთ დასწრებას და XXI საუკუნის ახალი შესაძლებლობების პირადად აღმოჩენას



დაგვიკავშირდი

(+995 32) 2 444 444

გაგარინის ქ. 29ა, თბილისი

2022 საქართველოს ბანკი

მაქს. ზომა - 5MB, ფორმატი: PNG/JPG/SVG

 

This site is registered on wpml.org as a development site.