- ივენთი დასრულებულია
Startup Grind − ევროპისა და აზიის ყველაზე მასშტაბური ონლაინკონფერენცია
ივნისი 24, 2021 | 10:00 am
24 ივნისს შემოუერთდი Startup Grind-ის ონლაინკონფერენციას, რომელზეც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 30-ზე მეტი სპიკერი წარდგება.
წლევანდელი ღონისძიება ფინტექინდუსტრიასა და ღია ბანკინგს დაეთმობა და შენთან ერთად განხილული იქნება ისეთი საინტერესო საკითხები, როგორებიცაა: ღია და ინკლუზიური ფინანსები, ფინტექის გლობალური პოლიტიკის ჩარჩოები, ეკოსისტემები, ქალი ლიდერები ფინტექინდუსტრიაში და ა.შ.
ასე რომ, გამოიყენე შესაძლებლობა, გახდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების თანამონაწილე, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და Global Impact Fintech-ის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება.